საქართველოში მშენებლობისა და ლიცენზირების ეტაპზე 20 ჰესია. აქედან, 8 ჰესის ექსპლუატაციაში გაშვება 2017 წელს იგეგმება. მათ შორის, კარნათი ჰესის – ჰესს აჭარაში, მდინარე ჭოროხზე შპს აჭარ ენერჯი-2007 აშენებს და მისი სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 51.25 მგტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 226.39 გვტ.სთ.
წლის განმავლობაში იგეგმება ნაბეღლავი ჰესის ექსპლუატაციაში გაშვებაც. ჰესის მშენებლობა კომპანია სს AE-SGI Energy I ახორციელებს. წლის ბოლომდე იგეგმება შილდა ჰესი 1-ის ექსპლუატაციაში გაშვება, – ჰესი კახეთში მდინარე ჩელეთზე შენდება. მდინარე რაჩხაზე “რაჩხა ჰესის” ექსპლუატაციაში გაშვების თარიღი მიმდინარე წლის შემოდგომაა. პროექტს შპს ჯი ენ ელექტრიკი ახორციელებს. ორი ჰესის (ოქროპილაური ჰესი და გოგინაური ჰესი) ექსპლუატაციაში გაშვება იგეგმება აჭარაში, – ორივე ჰესის მშენებლობას შპს ALTER ENERGY ახორციელებს. ამასთან, აჭარაში შპს ფშავი ჰიდრო სკურდიდი ჰესის მშენებლობას ახორციელებს, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 1,846,000 დოლარია. 2,640,000 დოლარია რაჭაში ჯონოული ჰესი 1-ის საინვესტიციო ღირებულება და მისი მშენებლობის დასრულება შემოდგომაზე იგეგმება.
2018-2019 წლებში შპს აკვაჰიდრო სამი ჰესის ექსპლუატაციაში გაშვებას გეგმავს, რომლებიც სამეგრელო ზემო სვანეთში განთავსდება (ნაკრა ჰესი, ხელრა ჰესი, იფარი ჰესი). სამივე ჰესის სავარაუდო ინვესტიციის მოცულობა ჯამურად 19 მილიონ დოლარს აღემატება.
2018 წელს იგეგმება კასლეთი ჰესი 2-ის ექსპლუატაციაში გაშვება, რომლის სავარაუდო ინვესტიციის მოცულობა 10, 500 000 მლნ დოლარს შეადგენს. 2018 წელსვე იგეგმება შუახევი ჰესის ექსპლუატაციაში გაშვება, ჰესის დადგმული სიმძლავრე 178.00 მგტ იქნება, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 436.50 გვტ.სთ.
დატოვე კომენტარი