საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებაში $55 მილიონის ინვესტირებას განიხილავენ

საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებაში $55 მილიონის ინვესტირებას განიხილავენ

საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებაში $55 მილიონის ინვესტირება იგეგმება, –  საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად საუკეთესო კომპანიები უკვე შეირჩა, თუმცა მათთან კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა.  ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ 3 აპრილს გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსის მოპოვებაზე. სააგენტოს ცნობით, ტენდერში მონაწლეობა არაერთმა საერთაშორისო კომპანიამ მიიღო. ჯამში მათ საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებაში 55 მილიონი დოლარის ინვესტირების მზაობა გამოთქვეს.

ლიცენზიის მიღება 2 კონსორციუმს და სამ კომპანიას შეეძლება.

V სალიცენზიო ბლოკი – კონსორციუმი შემადგენლობით: შპს ვესტ გალფ პეტროლიუმის საინჟინრო კომპანია და შპს ჩინეთის ახალი ვარსკვლავი (CNEC);

VIA სალიცენზიო ბლოკი -კონსორციუმი შემადგენლობით: შპს ჯორჯია ქოალიშინ ენერჯი ლიმიტედი და შპს ჩინეთის ახალი ვარსკვლავი (CNEC);

VIB სალიცენზიო ბლოკი – კონსორციუმი შემადგენლობით: შპს ჯორჯია ქოალიშინ ენერჯი ლიმიტედი და შპს ჩინეთის ახალი ვარსკვლავი (CNEC);

VIC სალიცენზიო ბლოკი – შპს “სი-ბი-ემ ჯორჯია”;

XIF სალიცენზიო ბლოკი – Georgia Oil and Gas Ltd; Georgia New Ventures Inc 

მას შემდეგ რაც აღნიშნული კომპანიები წარადგენენ საჭირო დოკუმენტაციას, მათ შორის საბანკო გარანტიებს, დაიწყება მოლაპარაკებები კონტრაქტის გაფორმებაზე.

ამასთან, 26 ივნისს, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს და ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლები კომპანია Frontera-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კომპანიის გეგმები განიხილეს, რომელიც XII ბლოკზე მოპოვებით სამუშაოებს ეხებოდა. შეხვედრაზე განიხილეს ფრონტერას განცხადებებიც, რომელიც საქართველოს საინვესტიციო გარემოს უკავშირდებოდა.

შპს “სი-ბი-ემ ჯორჯია” მაისში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100%-ის წილის მფლობელი ჯი-აი-ჯი ჯგუფია. Georgia Oil & Gas Limited არის საქართველოს კონტრაქტორი კომპანია, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს 2011 წლიდან. Georgia New Ventures Inc ოფშორული კომპანიაა, რომელიც ბაჰამის კუძულებზე 2013 წელსაა რეგისტრირებული.  რაც შეეხება კონსორციუმში შესულ კომპანებს, – ჯორჯია ქოალიშინ ენერჯი ლიმიტედი 2017 წლის აპრილის ბოლოს რეგისტრირებული კომპანიაა, რომელსაც ჩინელი მფლობელები ჰყავს.   CNEC მსხვილი ჩინური სახელმწიფო კომპანიაა. 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *