დავით აღმაშენებლის ხეივანზე, 66ბ ნომერში, კომპანია „გაბილდის“ მიერ საქართველოში „პროფილდორსის“ პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა. თანამედროვე ინტერიერის დიზაინერულ გადაწყვეტილებებში წამყვანი დეველოპერი 2002 წელს დაარსდა და მას შემდეგ მუდმივად სრულყოფილებისაკენ მიისწრაფვის: „იყავით საკუთარი თავი და არ ჰგავდეთ სხვას, სწორედ ეს არის ნამდვილი ფუფუნება“.
კარის წარმოებაში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და თანამედროვე მასალების გამოყენებით, კომპანია წლებია, წარმატებით ფართოვდება და საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს. დაარსების დღიდან, „პროფილდორსი“ ორიენტირებულია მსოფლიო დონის სტანდარტების დანერგვაზე, ფლობს მაღალგანვითარებულ სადისტრიბუციო ქსელს მთელ მსოფლიოში და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ცნობილ სამშენებლო გამოფენებში. მათ შორის, კომპანიამ 2022 წელს მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებული საამიროების Big 5 Global-ის გამოფენაში.
საქართველოში „პროფილდორსის“ პროდუქციის შეძენა, ამიერიდან, ჰიპერმარკეტების გარდა, კომპანიის პირველ ოფიციალურ შოურუმშიც იქნება შესაძლებელი. შედეგად, ახლა უკვე ერთ სივრცეში დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს კომპანიის ფართო და მრავალფეროვან ასორტიმენტს, რომელიც თითოეული მათგანის გემოვნებას და მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
შოურუმში მომხმარებელს დახვდება თანამედროვე, ხარისხიანი და დახვეწილი დიზაინის მქონე პროდუქცია: შიდა კარები, კედლის პანელები, კარადები – შენახვის სისტემები, გარე კარები, ვიტრაჟები, აქსესუარები. პროდუქციის ხარისხზე მეტყველებს „პროფილდორსის“ პარტნიორი კომპანიები: Aldeghi Luigi SPA, Renolit-ი, AGB, Swiss Krono, Comaglio, Comit-ი და სხვა.
აღსანიშნავია, რომ შოურუმი კომფორტულ სამუშაო გარემოს ქმნის როგორც ინტერიერის დიზაინერებისთვის, ასევე სტანდარტული მომხმარებლებისთვის. ამ გამოცდილების საკუთარ თავზე გამოცდა კი უკვე ქართველ მომხმარებელს, დავით აღმაშენებლის ხეივანზე წარმოდგენილ შოურუმში შეეძლება.
გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. „პროფილდორსში“ კარის წარმოების პროცესი რობოტული მანქანებით კონტროლდება, შესაბამისად, თითოეული მოდელი იდეალური პროპორციების დაცვით სრულდება. „პროფილდორსის“ თითოეული პროდუქტი კომპანიის მფლობელობაში არსებულ ობიექტებში იწარმოება, ხოლო ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი, თანამიმდევრულად აკონტროლებს თითოეულ ინდიკატორს. მოხერხებული კარის დიზაინი ნებისმიერ ადგილას მისი მარტივი მონტაჟის საშუალებას იძლევა.
სილამაზისა და ჰარმონიის გარდა „პროფილდორსის“ კარის ინტერიერის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი უნიკალურობაა: აზროვნება სტერეოტიპებისა და კლიშეების გარეშე. სწორედ ამიტომ, „პროფილდორსი“ უკვე 22 წელია, წარმატებით აშენებს საერთაშორისო ბიზნესს კარების ინდუსტრიაში, ამასთან ერთად კი აყალიბებს მსოფლმხედველობასა და ცხოვრების წესს პროგრესული და სამყაროსადმი ღია ადამიანებისთვის. S