საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 930 ლარი შეადგინა. 2015 წლის მეორე კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 0.4%-ით შემცირდა, ხოლო 2014 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 9.3%-ით არის გაზრდილი.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო სექტორში – 1500 ლარი. მეორე ადგილზეა მშენებლობა – 1413 ლარით, ხოლო მესამეზე სახელმწიფო მმართველობაა – 1313 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი კი განათლების სფეროშია – თვეში საშუალოდ 470 ლარი. საფინანსო სექტორში, სახელმწიფო მმართველობაში და განათლებაში მეორე კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი შემცირდა, ხოლო მშენებლობაში გაიზარდა.
ცხრილი – საშუალო ხელფასი 2015 წლის მე-3 კვარტალში (ლარებში):
სექტორები | საშუალო ხელფასი |
საფინანსო საქმიანობა | 1500 |
მშენებლობა | 1413 |
სახელმწიფო მმართველობა | 1313 |
სამთომოპოვებითი მრეწველობა | 1229 |
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა | 1219 |
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება | 1126 |
ოპერაციები უძრავი ქონებით | 1095 |
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება | 843 |
დამამუშავებელი მრეწველობა | 825 |
ვაჭრობა | 791 |
სასტუმროები და რესტორნები | 614 |
სოფლის მეურნეობა | 593 |
განათლება | 470 |
დატოვე კომენტარი