საქართველოში 602 927 ავტომობილი 20 წელზე ძველია, ანუ 1998 წლამდეა წარმოებული, მათ მთლიანი ავტოპარკის 48% უკავიათ.
საქართველოში 2014 წლამდე წარმოებული ავტომობილების წილი მთლიან მოცულობაში მხოლოდ 1.2%-ია, ავტომობილების უმეტესობა – 91% კი 2008 წლამდეა წარმოებული.
ავტოპარკი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. ზრდის მაჩვენებელმა 2017 წელს 5,3% შეადგინა.
1-3 წლის ავტომობილების წილი გასულ წელს საქართველოში 1.3%-ით შემცირდა წლიურად და 14 838 შეადგინა.
4-6 წლის ავტმობილების წილი მთლიან მოცულობაში 2.5%-ია, მათი რაოდენობა გასულ წელს 14.5%-ით გაიზარდა და 30 968 ერთეული შეადგინა.
საქართველოში 7-10 წლის ავტომობილების წილი მთლიან ავტოპარკში 5.4%-ია, მათი რაოდენობა წლიურად 5.5%-ით გაიზარდა და 67 433 ავტომობილი შეადგინა.
11-20 წლის ავტომობილების წილი 43%-ია, მათი რაოდენობა წლიურად 0.7%-ით გაიზარდა და 541 231 ავტომობილი შეადგინა.
საქართველოში 602 927 ავტომობილი 20 წელზე ძველი, ანუ 1998 წლამდე წარმოებულია, მათ მთლიანი ავტოპარკის 48% უკავიათ. 2017 წელს ქვეყანაში 20 წელზე ძველი ავტომობილების წილი 9.5%-ით გაიზარდა.
3 წლამდე ასაკის ავტომობილებიდან 2017 წელს ყველაზე მოთხოვნადი იყო TOYOTA (1964 ერთეული), რომელსაც მოსდევს MERCEDES-BENZ (301 ერთეული), FORD (276), HYUNDAI (275 ერთეული), SKODA (271 ერთეული) და ა.შ.
ახალი მსუბუქი ავტომობილების რეგისტრაციის მიხედვით საუკეთესო ავტომწარმოებელთა ხუთეულში 2017 წელს მოხვდა TOYOTA, SKODA, LAND ROVER (რომლის რაოდენობა წინა წელთან შედარებით 58%–ით გაიზარდა), HYUNDAI და MERCEDES-BENZ.
2017 წელს პრემიუმ ბრენდების ყველაზე პოპულარული მოდელებია: Land Rover Range Rover Sport (63), BMW X5 (52), Mercedes GLE (51), Mercedes GLC (38) და ა.შ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრემიუმ ბრენდების ახალი ავტომანქანებიდან 2017 წელს საქართველოში პირველადად დარეგისტრირდა CHEVROLET–ის მარკის 4 ავტომობილი (მათ შორის: 3- CHEVROLET SUBURBAN, 1-CHEVROLET COLORADO), BENTLEY–ის მარკის 3 ავტომობილი (მათ შორის: 1- BENTLEY CONTINENTAL GT V8, 1- BENTLEY FLYING SPUR V8 S, 1–BENTLEY MULSANNE SPEED V8 AUTO) და 2 ALFA ROMEO STELVIO.
დატოვე კომენტარი