სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის II კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 17.1%-ით, 263.2 ლარით გაიზარდა და 1 804.5 შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 799.8 ლარი (+22.2%)
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 181.4 ლარი (+19.1%)
- მშენებლობა – 2 590.3 ლარი (+18.9%)
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 525.0 ლარი (+25.1%)
აღნიშნულ პერიოდში ქალების საშუალო ხელფასი 1 437.1 ლარით, ხოლო კაცების – 2 161.6 ლარით განისაზღვრა. პირველ შემთხვევაში ზრდამ 15.8%, ხოლო მეორე შემთხვევაში – 18.2% შეადგინა.
მიმდინარე წლის II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 289 ლარით (17.8%) გაიზარდა და 1 914.7 ლარი შეადგინა. სექტორში ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის სექციაში ფიქსირდება და 3 909 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება არასამეწარმეო და საფინანსო სექტორს, აქ საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 213.4 ლარით (15.3%) გაიზარდა და 1 610.2 ლარი შეადგინა. სექტორში შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების მიმართულებით დასაქმებულებს.
საშუალო თვიური ხელფასი საქართველოს რეგიონების მიხედვით ასეთია, ლარი: