საქართველოში შიდა ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისზე, აჭარასა და იმერეთზე მოდის

წლის მეორე კვარტალში ქვეყნის შიგნით განხორციელებულმა ვიზიტებმა მილონს გადააჭარბა. მონახულებული ადგილების მიხედვით, ყველაზე დიდი წილი ტრადიციულად თბილისზე მოდის, – მას წლის მეორე კვარტალში 264 000 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც მთლიანი მოცულობის 25%-ია. 122 ათასზე მეტი ვიზიტი განხორციელდა აჭარაში, რაც მთლიანი მოცულობის 11,6%-ია. 208 ათასზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთში, რაც მთლიანი მოცულობის 19,8%-ია.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, შიდა ვიზიტების განაწილება მონახულებული რეგიონების მიხედვით შემდეგია:

  • თბილისი – 264 000 ვიზიტი 
  • აჭარა – 122 ათასი ვიზიტი 
  • გურია – 29 600 ვიზიტი 
  • იმერეთი – 208 400 ვიზიტი 
  • კახეთი – 78 300 ვიზიტი 
  • მცხეთა-მთიანეთი – 64 700 ვიზიტი 
  • რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14 300 ვიზიტი 
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 67 900 ვიზიტი 
  • სამცხე-ჯავახეთი – 43 500 ვიზიტი 
  • ქვემო ქართლი – 73 200 ვიზიტი 
  • შიდა ქართლი – 87 000 ვიზიტი

წლის მეორე კვარტალში საშუალო თვიურმა ხარჯმა 115.8 მილიონი ლარი შეადგინა. ხარჯების ყველაზე დიდი წილი კვებაზე, საყიდლებსა და ტრანსპორტზე მოდის.

ვიზიტორების უმრავლესობა, – 48% ვიზიტით კმაყოფილი დარჩა, 33% ძალიან კმაყოფილი, 15% არც მკაყოფილი, არც უკმაყოფილო, ხოლო 2,2% კი უმაყოფილო.

ვიზიტორების 48,5%-სთვის ვიზიტის მიზანს მეგობრის/ნათესავის მონახულება წარმოადგენს, 12,3%-სთვის მკურნალობა, 12,4%-სთვის კი შოპინგი. საქართველოს რეგიონებში ვიზიტის მიზანს დასვენება და რეკრეაცია ვიზიტორების 9,3%-სთვის წარმოადგენს.