საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობამ 838.1 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 3.7%-ით მეტია. აქედან 71.1% ქალია, ხოლო 28.9% – კაცი.
ამავდროულად, გასულ წელს, სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 181.9 ათასი (32.9% – ქალი, 67.1% – კაცი) შეადგინა, რაც წლიურად 2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 70.7%-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 13.1%-ს – ომის მონაწილეები, 11.7%-ს – მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4%-ს – სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.1%-ს – სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 377 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ – 122.9 ათასი.