PayPal-მა, მსოფლიოს წამყვანმა პროვაიდერმა გადახდების სფეროში, 14 აპრილს განაცხადა თავისი გეგმების შესახებ, ნება დართოს ბიზნესსაწარმოებს საქართველოში დაიწყონ ამ სისტემით გადახდების მიღება. ეს ყველაფერი იმისათვის კეთდება, რათა შესაძლებელი გახდეს მომხმარებლისთვის ონლაინ რეჟიმში გადახდის უფრო მარტივი, მოსახერხებელი და უსაფრთხო გზის შეთავაზება. გააჩნია რა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 203 ბაზარზე 162 მილიონი აქტიური ანგარიში, PayPal გადახდების მიღება უზრუნველყოფს დიდი ბაზრის ხელმისაწვდომობას საქართველოში ყველა ბიზნესსაწარმოსთვის.
PayPal-ი ონლაინ მყიდველებს სთავაზობს ონლაინ რეჟიმში გადახდის უფრო მარტივ და უსაფრთხო გზას, განსაკუთრებით, უცხოურ ვებგვერდებზე შესყიდვების განხორციელებისას. იმის გათვალისწინებით, რომ PayPal-ი არასდროს ამჟღავნებს მყიდველის ფინანსურ დეტალებს სავაჭრო გარიგების (ტრანზაქციის) დროს და უზრუნველყოფს მყიდველის დაცვას, რაც გულისხმობს თანხის ნაწილის დაბრუნების საქმეში დახმარების გაწევას პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში, ადამიანებს შეუძლიათ უფრო მეტად მიენდონ ისეთ გამყიდველებს, რომელსაც, შესაძლოა, არც იცნობდნენ. გამყიდველები კი უფრო თავდაჯერებულნი არიან ახალ ბაზარზე მყიდველისაგან გადახდების მიღებისას, თუკი გადახდა PayPal-ის მიერ არის ავტორიზებული.
“არ შეიძლება სათანადოდ არ შევაფასოთ საქართველოს ელექტრონული ვაჭრობის წინაშე მდგარი შესაძლებლობების მასშტაბი. 2014 წელს PayPal-ის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობამ ხსენებულ წელს კომპანიის ჯამური გადახდების მოცულობის თითქმის ¼ შეადგინა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ენდობა PayPal-ს გადახდების საზღვარგარეთ განხორციელებისას, საქართველოში ბიზნესს თავისი გაყიდვების გაზრდის შესანიშნავი შესაძლებლობა გააჩნია”, – განაცხადა დემიენ პერილატმა, PayPal-ის გენერალურმა დირექტორმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
Ipsos Vantis-ის მიერ ჩატარებული მომხმარებელთა კვლევის თანახმად, ევროპის ძირითად ბაზრებზე მყიდველთა 41 პროცენტი უცხოურ ვებგვერდებზე ვაჭრობისას PayPal-ს იყენებს. ჩეხეთის რესპუბლიკაში, საბერძნეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და პოლონეთში გამყიდველებმა, რომლებიც გადახდებს PayPal-ით იღებენ, 2014 წლის პირველ ნახევარში
გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით საზღვარგარეთ მყიდველებისგან მიღებული გადახდების ოდენობა საშუალოდ 48 პროცენტით გაზარდეს.
ბიზნესისათვის PayPal-ი ადვილად შესაქმნელი და მარტივად გამოსაყენებელია და იგი უზრუნველყოფს წვდომას PayPal-ანგარიშის ასობით მილიონ მფლობელზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
გეგმისშესახებ.დამატებითი ინფორმაცია PayPal-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე www.paypal.com და www.paypal-media.com.
დატოვე კომენტარი