„საქართველოში უმუშევრობას ორი ძირითადი მიზეზი აქვს“ - ბესო ნამჩავაძის მოსაზრება

„საქართველოში უმუშევრობას ორი ძირითადი მიზეზი აქვს“ - ბესო ნამჩავაძის მოსაზრება

საქართველოში გვყავს დაახლოებით მილიონი ადამიანი, რომელთაც სამსა­ხური უნდათ. ამის შესახებ ბესო ნამჩავაძე თავის ბლოგში წერს, სადაც უმუშევრობის სტატისტიკას და პრობლემას მიმოიხილავს.

როგორც ეკონომისტი წერს, პანდემიამდე, 2013-2019 წლებში, დაქირავებით დასაქმებულთა რა­ოდენობა წლიურად საშუალოდ 20 ათასით იზრდებოდა.

„პრობლემაც სწორედ ესაა: ყოველწლიურად 20 ათასი კაცის დასაქმე­ბით, მილიონი ადამიანის დასაქმებას 50 წელი დასჭირდება. თუ სრულ დასაქმებას ვნახავთ, ანუ დაქირავებულებსა და თვით­­დასაქმებულებს ერთად განვიხილავთ, მაშინ გამოდის, რომ 2013 – 2019 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად საშუალოდ 12 ათასით იზრდებოდა. ფარ­­თო სურათში ახალი სამუშაო ადგილების პრობლემა კიდევ უფრო მძაფრად ჩანს“, – წერს ის.

მისივე თქმით, საქართველოში უმუშევრობას ორი ძირითადი მიზეზი აქვს. ესენია: მცირე ეკონომიკა და სამუშაო ძალის არასასურველი კვალი­ფიკაცია. ამასთან, ნამჩავაძე აღნიშნავს, რომ დღეისათვის ფიზიკურად არ არ­­სებობს საქართველოში იმდენი სამუშაო ადგილი, რამდენი მუშაობის მსურველიც არის გარკვეული ხელფასის სანაცვლოდ. „შესაბამისად, მოკლევადიან თუ გრძელ­ვადიან პერიოდში უმუშევრობის მნიშვ­­ნელოვნად შემცირების ერთადერთი გზა საქართველოს ეკონომიკის ზრდა და, აქედან გამომდინარე, სამუშაო ადგილე­ბის მატებაა“, – ამბობს ის და საშუალო და უმაღლესი განათლების დაბალი ხარისხის გამო საქართველოში საშუალო და მაღალკვალიფი­ციური კადრების მოძიების პრობლემასაც ასახელებს.

„ასიათასობით უმუშევარს არა აქვს ის კვალიფიკაცია და ცოდნა, რაც ხშირად ამა თუ იმ ვაკანსი­ის დასაკავებლადაა საჭირო. შესაბამი­სად, საქართველოში არის დღევანდელ მოთხოვნებთან მიმართებით იმ არაკვა­ლიფიციური კადრების სიჭარბე, რომლე­ბიც ემიგრირებაზე არიან ორიენტირებუ­ლი და რადგან განვითარებულ ქვეყნებში იაფ, არაკვალიფიციურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნაა, იქ დაიწყონ მუშაობა. ემიგ­­რანტები ევროპისა და ჩრდილო ამერი­კის ქვეყნებისთვის იაფი სამუშაო ძალაა, მაგრამ ქართველებისთვის იქ მიღებული შრომის ანაზღაურება იმდენად მაღალია, რომ არა მარტო საკუთარი თავის, საქარ­­თველოში დარჩენილი ოჯახის შენახვაც შეუძლიათ“, – აღნიშნავს ეკონომისტი.

კიდევ ერთი საინტერესო საკითხი, რაზეც ის ყურადღებას ამახვილებს, ისაა, რომ საქართველო ოფიცია­ლური უმუშევრობის დონით მსოფლიოში მე-10 ადგილს იკავებს.

„საქართველოზე ღარიბ ბევრ ქვეყანაში უმუშევრობის დო­ნე გაცილებით დაბალია. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს: 1. ემიგრაციიდან შემოსულ თანხებზე მაღალი დამოკიდებუ­ლება, რასაც თან ერთვის მჭიდრო ნათე­საური კავშირების კულტურა. ემიგრანტი ან საქართველოში დასაქმებული არა მხო­ლოდ საკუთარი ოჯახის შრომისუნარიან წევრებს, არამედ შესაძლოა, ნათესავის ოჯახსაც არჩენდეს; 2. უმუშევრობის დათ­­ვლის ახალი მეთოდოლოგია. სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილი ჩაითვალა უმუშევრად და 3. არაფორმალური დასაქმების (ნაწილი აღ­­რიცხულია თვითდასაქმებულად) მაღალი დონე, რომლის აღრიცხვა რთულია“, – ამბობს ეკონომისტი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *