საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება 40 მილიონი ლარით გაიზარდა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება 40 მილიონი ლარით გაიზარდა

სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტის გეგმა 2 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში 3 418 მილიონი ლარია. ზრდა ძირითადად ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებამ განაპირობა, რომელთა დაფინანსება ჯამში 41 მილიონი ლარით გაიზარდა. აღნიშნული თანხიდან 40 მილიონი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დაემატა. ამ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტში 35 მილიონი ლარი დარჩა დასახარჯი, რაც წლის ბოლომდე საკმარისი იქნება.

საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება სოციალური დახმარების პროგრამებში გაკეთებული ეკონომიის ხარჯზე გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წლის ბიუჯეტის კანონში ცვლილება პარლამენტმა გასულ კვირას დაამტკიცა, სადაც აღნიშნული ცვლილება ასახული არ იყო.

2018 წლის ბიუჯეტში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 704 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც დიდი ალბათობით, საკმარისი არ იქნება და მომავალი წლის ბოლოსაც დაფინანსების ზრდის აუცილებლობა დადგება.

2017 წელს 2 მილიონი ლარით გაიზარდა პროგრამების მართვის ანუ ადმინისტრაციული (ბიუროკრატიული) ხარჯი.

ცხრილი1. ჯანდაცვის სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტის პირვანდელი და შეცვლილი გეგმები

ბიუჯეტის მუხლები

პირვანდელი გეგმა

შეცვლილი გეგმა

სხვაობა

სამინისტროს ბიუჯეტი სულ

3416

3418

2

პროგრამების მართვა

49

51

2

პენსია და სოციალური დახმარება

2438

2403

-35

პენსია

1680

1686

6

სოციალური დახმარება

680

651

-29

სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა

23

24

1

სოციალური შეღავათები მაღალმთიან მოსახლეობაში

55

42

-13

ჯანდაცვა

894

935

41

საყოველთაო ჯანდაცვა

660

700

40

საზოგადოებრივი ჯანდაცვა

84

77

-7

სამედიცინო მომსახურება პრიორიტეტულ სფეროებში

149

157

8

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და
აღჭურვა

30

26

-4

შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა

4

4

0

წყარო: ფინანსთა სამინისტრო და სახელმწიფო ხაზინა

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *