საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 12 000 კაცით შემცირდა და 1 694 ათასი შეადგინა. თუმცა, 31 000 კაცით შემცირდა უმუშევართა რაოდენობაც. შესაბამისად, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება სამუშაო ძალის (ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა) 43 000 კაცით შემცირებითაა განპირობებული.
დასაქმებულების შემცირება თვითდასაქმებულების 48 000 კაცით შემცირებამ განაპირობა, დაქირავებით დასაქმებულების რაოდენობა 36 000 კაცით გაიზარდა.
უმუშევრობის დონემ 12.7% შეადგინა. 2017 წელს უმუშევრობის დონე 13.9% იყო. დასაქმების დონე 56.7%-დან 55.8 %-მდე შემცირდა.
დაახლოებით 22 000 კაცით გაიზარდა სამუშაო ძალის გარეთ არსებული მოსახლეობა და 1 094 ათასი შეადგინა. ეს არის მოსახლეობა, რომელიც სტატისტიკური მეთოდოლოგიის თანახმად არც დასაქმებულად ითვლება და არც უმუშევრად, რადგან ან ობიექტური მიზეზებით აქვთ შეზღუდული დასაქმების შესაძლებლობა ან სამსახურს აქტიურად არ ეძებენ.
გრაფიკი: დასაქმება და უმუშევრობის დონე
დატოვე კომენტარი