საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს უმუშევართა რაოდენობა 46 ათასი კაცით შემცირდა და 246 ათასი შეადგინა. ამასთან, 33 ათასი კაცით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა. გამოდის, რომ 13 ათასი (46 000 -33 000) კაცი, ვინც უმუშევრად აღარ ითვლება, არც დასაქმებულებში მოხვდა. უმუშევრობის დონე, რომელიც სამუშაო ძალაში უმუშევართა პროცენტულ წილს უჩვენებს, 12.4%-მდე შემცირა. 2013 წელს უმუშევრობის დონე 14.6% იყო.
აღსანიშნავია, რომ ისევ მაღალი რჩება თვითდასაქმებულთა რიცხვი. 1 მილიონ 46 ათასი კაცი ითვლება თვითდასაქმებულად. ეს მოსახლეობის ის ნაწილია, რომელიც თავს რეალურად უმუშევრად თვლის, თუმცა უმუშევრობის გაზომვის მეთოდოლოგიის თანახმად, ისინი უმუშევრებად არ ითვლებიან.
დატოვე კომენტარი