საშუალო ხელფასი საქართველოში დასაქმების სფეროების მიხედვით

საშუალო ხელფასი საქართველოში დასაქმების სფეროების მიხედვით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 989 ლარი შეადგინა. 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 8.4%-ით არის გაზრდილი.

2017 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო სექტორში – 1908 ლარი. მეორე ადგილზეა მშენებლობა – 1598 ლარით, ხოლო მესამეზე ტრანსპორტი და კავშირგაბმულობაა – 1332 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სფეროშია – თვეში საშუალოდ 564 ლარი. შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობა – 658 ლარით.

2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად უძრავი ქონებით ოპერაციებში გაიზარდა – 18.6%-ით. ხელფასი შემცირდა მხოლოდ სახელმწიფო მმართველობაში – 2.1%-ით.

ცხრილი – საშუალო თვიური ხელფასი 2017 წლის პირველ კვარტალში (ლარებში)

სექტორები

2017, I კვ

2016, I კვ

ზრდა

სულ

989

913

8.4%

საფინანსო საქმიანობა

1908

1749

9.1%

მშენებლობა

1498

1355

10.6%

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

1332

1165

14.4%

სახელმწიფო მმართველობა

1295

1324

-2.1%

სამთომოპოვებითი მრეწველობა

1227

1177

4.2%

ოპერაციები უძრავი ქონებით

1196

1008

18.6%

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება

1116

1102

1.2%

ჯანმრთელობის დაცვა

934

864

8.1%

ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმის რემონტი

853

785

8.7%

დამამუშავებელი მრეწველობა

826

762

8.4%

კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევა

782

773

1.2%

სასტუმროები და რესტორნები

741

652

13.6%

სოფლის მეურნეობა

658

561

17.3%

განათლება

564

488

15.6%

წყარო: საქსტატი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *