სასტუმროებისა და რესტორნების სექტორის ყველაზე მსხვილი კომპანიები - TOP10

სასტუმროებისა და რესტორნების სექტორის ყველაზე მსხვილი კომპანიები - TOP10

სტატისტიკის სამსახურის 2017 წლის წინასწარი მონაცემებით, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობით დაკავებული საწარმოების ბრუნვის მოცულობამ ჯამში 1.5 მლრდ ლარს გადააჭარბა. მათ შორის სასტუმროებისა და სხვა მოკლევადიანი საცხოვრებელი ადგილების ბრუნვამ 712.1 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო საკვებით და სასმელებით მომსახურების კომპანიებისამ 847.7 მლნ ლარი. 

საქსტატის მიერ ფორბსისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორის ყველაზე მსხვილი კომპანიები, ბრუნვის მიხედვით,  შემდეგია:

  • შპს ჯი-ემ-თი სასტუმროები – სასტუმრო სექტორი
  • შპს დაბი გრუპ ჯორჯია – სასტუმრო სექტორი
  • შპს თ და კ რესტორნები – რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები
  • ემ|გრუპ – რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები
  • შპს „აჭარა +“ – სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები რესტორნებით
  • შპს ელფი – საკვებით მომსახურების სხვა საქმიანობები
  • შპს ტურინვესტი – სასტუმრო სექტორი
  • შპს ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი – სასტუმრო სექტორი
  • შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა – საკვების მიწოდება ღონისძიებებისათვის
  • შპს მაჭახელა-სამიკიტნო – რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები

აღნიშნული კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით. 

სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში, წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს  89.9 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ყველაზე მეტი FDI კი შემდეგ კომპანიებში განხორციელდა: 

  • შპს ჯი-ემ-თი სასტუმროები
  • შპს ტურინვესტი
  • შპს ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი
  • შპს NEXT LEAGUE PVT
  • შპს ბათუმი თაუერი
  • შპს დ.ს. ესთეით
  • შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი
  • შპს აქთივ ბათუმი
  • შპს მერსინ ტურიზმი
  • შპს ქერვან ტურიზმი – LTD KERVAN TURIZM

კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *