საჭიროა თუ არა SEO ოპტიმიზაციაში ინვესტიცია?

საჭიროა თუ არა SEO ოპტიმიზაციაში ინვესტიცია?

თუ არ არსებობთ ინტერნეტსივრცეში, არ არსებობთ საერთოდ. რა საკვირველია, ციფრული უმოქმედობა თქვენს ფიზიკურ და იურიდიულ არსებობას (ჯერ) არაფრით ემუქრება, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით თქვენს ბიზნესზე. მყიდველთა დაახლოებით 87% პროდუქტის ძებნას ინტერნეტიდან იწყებს, და თუ თქვენ აქ არ ხართ, ისინი ვერც ვერასოდეს გაიგებენ თქვენს შესახებ, და თუ მომხმარებლებმა თქვენს შესახებ არაფერი იციან, შეიძლება ბაზარზე თქვენი არსებობა არსებობად ჩაითვალოს?!

შეიძლება ეს ხმამაღალ ნათქვამად მოგეჩვენოთ, ბოლოს და ბოლოს ახლა ხომ მომხმარებელთან დაკავშირების მრავალი ნაცადი, ტრადიციული და ცოტა არ იყოს მოძველებული ხერხი გაგახსენდათ, რომელიც ინტერნეტს საერთოდ არ საჭიროებს – მაგალითად შეგიძლიათ დააყენოთ უზარმაზარი ბანერი მეტროში, დაარიგოთ ფლაერები, ან “ჩემი ცოლის დაქალების” რომელიმე მსახიობი გადაიღოთ ფერად და ხალისიან ვიდეორგოლში და შემდეგ რეკლამის სახით ისევ “ჩემი ცოლის დაქალების” მაყურებლებს წარუდგინოთ.

კი, ეს მეთოდები ჯერ კიდევ ინტერნეტის გამოგონებამდე შეიქმნა და თავის დროზე მშვენივრადაც მუშაობდა, მაგრამ დაფიქრდით – კითხულობთ ხელში ნაჩქარევად მოჩეჩებულ პრიალა ქაღალდს? ან რამდენ დროს უთმობთ სატელევიზიო რეკლამების მოსმენას?

ჩვენი ყურადღება დღითი დღე უფრო ძვირად ფასობს, და მისი წართმევის მცდელობების მიმართაც საკმაო იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ. მაგრამ რას ვაკეთებთ თუ საყვარელი ადამიანისთვის ყვავილების გაგზავნა მოგვინდა, ახლომახლო კი სულაც არ გვეგულება ფლორისტი? ვგუგლავთ.

მიუხედავად კომპანიების მიმართ არსებული სკეპტიციზმისა, საძიებო სისტემაში ნაჩვენებ შედეგებს ვენდობით, და ხშირად (შემთხვევათა 54.5%-ში) პირველ სამ პოზიციაზე მყოფ რომელიმე სერვისს ვირჩევთ.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ როგორ აღმოვჩნდეთ პირველი სამი პოზიციიდან რომელიმეზე? ამ შეკითხვაზე მოკლე პასუხია SEO (Search Engine Optimization – ქართულად, საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია). გრძელი პასუხისთვის კი შეგიძლიათ კითხვა განაგრძოთ.

რა არის SEO?

SEO ოპტიმიზაცია ნიშნავს საიტისა და მასზე განთავსებული კონტენტის მოწესრიგებას ისე, რომ საძიებო სისტემის ალგორითმმა იგი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე გამოუტანოს კონკრეტული საკითხით დაინტერესებულ მომხმარებელს. ეს ვებგვერდის ტრაფიკს გააუმჯობესებს როგორც თვისობრივი, ისე რაოდენობრივი კუთხით, შესაბამისად გაიზრდება კონვერსიის დონე და შემოსავალი.

კარგი SEO-სთვის საჭიროა გვესმოდეს ვინ არიან ჩვენი მომხმარებლები, რას ეძებენ ისინი ონლაინ, რა სიტყვებს (ე.წ. ქივორდებს) ხმარობენ ძიებისას და რა ტიპის კონტენტის ნახვა სურთ. ამ ყველაფრის გამოკვლევის შემდეგ კი საიტის დიზაინი და შინაარსი მაქსიმალურად უნდა ოპტიმიზირდეს, რათა იდეალურად მოერგოს მომხმარებლის მოლოდინს, გემოვნებასა და სტანდარტებს.

მოკლედ, გუგლის მიზანია, მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხის ამომწურავი კონტენტი წარუდგინოს, ამიტომ საჭიროა ჩვენი პროდუქტი მის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს.

რატომ უნდა მოვახდინოთ ინვესტირება SEO-ში?

კარგი შეკითხვაა, ერთი შეხედვით SEO შეიძლება ძვირ, ხანგრძლივ და არც ისე ეფექტურ პროცესად მოგვეჩვენოს, ამიტომ იქნებ ჯობია ციფრული მარკეტინგისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი Facebook-ზე რეკლამების გაშვებას დავახარჯოთ, ან სულაც რეფერალებისა და word of mouth-ის იმედად დავტოვოთ ჩვენი ბიზნესი?

რეკლამების მიმართ გამომუშავებულ საყოველთაო იმუნიტეტზე უკვე ვისაუბრეთ, ხოლო ზეპირსიტყვიერი გავრცელება, უფასო, თუმცა, დაგვეთანხმებით, არც ისე სანდო სტრატეგიაა. SEO კი, რამდენიმე ფაქტორის გამო, სტარტაპებისთვის მარკეტინგული სტრატეგიის იდეალური დასაწყისი, მასიური კორპორაციებისთვის კი აუცილებელი დანამატია.

ლოკალური SEO ათანაბრებს პირობებს

ავიღოთ მაგალითი. თუ თქვენ ავტოსახელოსნოს ხსნით, ცხადია, გაგიჭირდებათ ბაზარზე უკვე დამკვიდრებული უზარმაზარი კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევა – მათ აქვთ უამრავი რესურსი რომლითაც ბევრად ფართო აუდიტორიაზე შეუძლიათ გასვლა. მაგრამ დაფიქრდით, რამდენად საჭიროა ხმა მიაწვდინოთ ყველას? ყველას არ ჰყავს მანქანა, და ვისაც ჰყავს მათ დიდ ნაწილსაც მოცემულ მომენტში არ სჭირდება თქვენი სერვისი.

ტექნიკურად, თქვენ და უსახელო დიდი კომპანია ერთი და იგივე, საკმაოდ ვიწრო სამიზნე აუდიტორიის ყურადღებისთვის იბრძვით – ადამიანების რომლებსაც ზეთის გამოცვლა აი ახლა სჭირდებათ, კარგი იქნება სადმე ახლოს, რათა მანქანის დატოვების შემდეგ ფეხით სიარულმა ძალიანაც არ დაღალოს. SEO ოპტიმიზაცია გაძლევთ საშუალებას სწორედ ასეთ აუდიტორიას “დაუმიზნოთ”, და ზუსტად “დამიზნების” შემთხვევაში ლოიალური მომხმარებელიც შეიძინოთ.

SEO გრძელვადიანი ინვესტიციაა

რა თქმა უნდა, სწრაფი შედეგები კარგია და ნაკლებ შფოთვასაც უკავშირდება, მაგრამ გამართული, მომხმარებელსა და საძიებო სისტემებზე ორიენტირებით აწყობილი ვებგვერდი და ღირებული კონტენტი, რომელიც ბაზარზე თქვენი ამჟამინდელი პოზიციის გაუმჯობესებას სჭირდება, სამომავლოდ შეგიწყობთ ხელს მყარად შეინარჩუნოთ ეს პოზიცია.

გახსოვდეთ, SEO სერვისში ინვესტიცია კარგი ადვოკატის აყვანას ჰგავს – ის არ იძლევა გარანტიას რომ თქვენ გაიმარჯვებთ, მაგრამ ამის შანსებს ნამდვილად საგრძნობლად გაგიზრდით და მარცხის შემთხვევაში ზიანის მინიმუმამდე დაყვანაშიც დაგეხმარებათ.

SEO ეფექტურია

თუ რიტორიკით, მსჯელობითა და ბრტყელ-ბრტყელი საუბრებით თავი მოგაბეზრეთ, პირდაპირ რიცხვებსა და მშრალ ფაქტებზე გადავიდეთ:

  • მომხმარებელთა 68% ონლაინ სამყაროში ინტერაქციას საძიებო სისტემიდან იწყებს.
  • ვებგვერდები ტრაფიკის 53.3%-ს ორგანული საძიებო შედეგებით იღებს.
  • გლობალური ტრაფიკის 92.96%-ს Google Search, Google Images და Google Maps-ის საშუალებით გენერირდება.
  • მაძიებელთა 86% უგულებელყოფს საძიებო რეკლამას და პირდაპირ ორგანული შედეგის ვებგვერდებს სტუმრობს.
  • SEO ოპტიმიზაციით მიღებული ვიზიტორების 14.6% ძიებას ყიდვით ასრულებს.
  • მარკეტერების 60% ფიქრობს, რომ inbound მარკეტინგით, მათ შორის SEO ოპტიმიზაციით, ყველაზე ხარისხიან და რელევანტურ ლიდებს იღებს.
  • მარკეტერების 70% pay-per-click მარკეტინგთან შედარებით SEO ოპტიმიზაციას ანიჭებს უპირატესობას.

წყარო: ალპაკას SEO სტატისტიკა 2023

დღეს SEO-ს, როგორც ნებისმიერი სხვა რამის, შესასწავლად უამრავი უფასო თუ ფასიანი რესურსი არსებობს რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ და გახადოთ თქვენი ვებსაიტი გუგლისთვის უფრო მიმზიდველი, მაგრამ თუ გირჩევნიათ საქმე პროფესიონალებს მიანდოთ, დაუკავშირდით SEO სააგენტო ალპაკას და მიიღეთ SEO აუდიტი უფასოდ, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგაწვდით თქვენი ვებსაიტის მდგომარეობის შესახებ და ასევე მოგცემთ საჭირო რეკომენდაციებს.