2016 წელს მაუწყებლობიდან 10 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მხოლოდ ორმა პირმა მიიღო და მათ მიერ მიღებული ჯამური შემოსავალი მთელი შემოსავლის 62.8%-ს შეადგენდა, იმ პირების ჯამური შემოსავალი კი, ვინც 2016 წელს 100,000 ლარზე ნაკლები შემოსავალი მიიღო მთელი შემოსავლების 1.4%-ს შეადგენდა.
მაუწყებლობის პირების მიერ მიღებული შემოსავლები გასულ წელს შემდეგნაირად გადანაწილდა:
2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში სულ 72 სატელევიზიო და 38 რადიო მაუწყებელი საქმიანობდა. 2016 წელს 2015 წელთან შედარებით 13.1%-ით გაიზარდა სატელევიზიო მაუწყებლობიდან მიღებული შემოსავალი და 96.1 მლნ ლარი შეადგინა. რაც შეეხება რადიო მაუწყებლობას, მისი შემოსავალი 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, 7.6%-ით შემცირდა და 12.2 მლნ ლარი შეადგინა.
სატელევიზიო მაუწყებლების შემოსავლის ძირითად წყაროს რეკლამა და სპონსორობა შეადგენდა. მათი წილი მთლიან შემოსავლებში 2016 წელს შესაბამისად 62.3% და 20.5% იყო. აღსანიშნავია, რომ რეკლამიდან და სპონსორობიდან მიღებული შემოსავლები 2016 წელს, 2015 წლის შესაბამის კვარტლებთან შედარებით, ზრდის ტენდეციით ხასიათდებოდა. 2016 წლის ბოლო კვარტალში ამ მაჩვენებელმა 37.9%-ით გადააჭარბა 2015 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელს.
სატელევიზიო მაუწყებლობიდან მიღებული შემოსავლების ოდენობის მიხედვით, 2016 წელს ყველაზე დიდი წილი რუსთავი 2-ს ეკავა – 43.5% . მას მოსდევდა ტელეიმედი – 27.4%, საქართველოს მედია ქსელი – 6.8%, სტუდია მაესტრო – 5.7%. სხვა მაუწყებლების შემოსავლების ჯამურმა წილმა 16.6% შეადგინა.
დატოვე კომენტარი