2021 წლის პირველ კვარტალში ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 14.5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 13.2 მილიონი ლარი პირდაპირ რეკლამასა და სპონსორობაზე მოდის. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
კომისიის მონაცემებით, ჯამური სარეკლამო შემოსავლების ზრდა „ტელეკომპანია პირველს“, „სილქნეტს“, „ფორმულას“, ასევე „პოსტვს“, „ჯი-დი-ეს თი-ვის“ და „რ.ბ.ჯ“-ს ჰქონდათ, ხოლო „ტელეიმედის“, „რუსთავი 2“-ის, „მთავარი არხის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავლებში კლება დაფიქსირდა.
არხების მიხედვით სარეკლამო შემოსავლები ასე გადანაწილდა:
- ტელეიმედი – 5.3 მილიონი ლარი
- რუსთავი 2 – 2.0 მილიონი ლარი
- მთავარი არხი – 1.9 მილიონი ლარი
- ტელეკომპანია პირველი – 1.2 მილიონი ლარი
- სილქნეტი – 0.8 მილიონი ლარი
- ფორმულა – 0.7 მილიონი ლარი
- პოსტვ – 0.7 მილიონი ლარი
- ჯი-დი-ეს თი-ვი – 0.6 მილიონი ლარი
- რ.ბ.ჯ – 0.2 მილიონი ლარი
- საზოგადოებრივი მაუწყებელი – 0.2 მილიონი ლარი
- სხვა – 1.0 მილიონი ლარი
სარეკლამო შემოსავლები მოიცავს პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებსა და ტელეშოპინგს.
რაც შეეხება რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებს, 2021 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით შემცირდა. რადიოების სარეკლამო შემოსავლებმა ჯამურად 1.4 მილიონი ლარი შეადგინა.
დატოვე კომენტარი