სატენდერო შეთავაზების შემდეგ SpaceX-ი $180 მილიარდად შეფასდა - Bloomberg

სატენდერო შეთავაზების შემდეგ SpaceX-ი $180 მილიარდად შეფასდა - Bloomberg

ამერიკული მედიის, Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სატენდერო შეთავაზების თანახმად, კოსმოსური კომპანია SpaceX-ი ინსაიდერულ აქციებს $97 გაყიდის. შედეგად, ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის კომპანია $180 მილიარდად შეფასდა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, თავდაპირველად სატენდერო შეთავაზება ერთი აქციას $95 აფასებდა, რის შედეგაც $500-დან $750 მილიონამდე ღირებულების აქციები უნდა გასხვისებულიყო. თუმცა მოგვიანებით აქცია 2 აშშ დოლარით მეტად შეფასდა.

კოსმოსური კომპანიის ამჟამინდელი ღირებულება, $150 მილიარდი, SpaceX-ს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ კერძო მფლობელობაში არსებულ  კომპანიად აქცევს. აქამდე ამ სტატუსს TikTok-ის მფლობელი კომპანია, ჩინური ByteDance-ი ფლობდა.