საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი ყიდულობს Boeing-ის, Citi-ს და Disney-ს აქციებს. როგორც Bloomberg-ი წერს, ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, თუ რამდენი მილიარდი დოლარი დახარჯა ფონდმა მიმდინარე წელს საფონდო ბირჟებზე.
$320 მილიარდის მოცულობის საჯარო საინვესტიციო ფონდი, რომელიც ხუთი წლის წინ იყო ჰოლდინგური კომპანია შიდა ბიზნესის საკითხებში, აცხადებს, რომ კომპანია BP-ში $827.8 მილიონის აქციებს ფლობს, Boeing-ში $713.7 მილიონის ინვესტიციებს და Citigroup-სა და Facebook-ში $522 მილიონს.
“ფონდი ეძებს ნებისმიერ შესაძლებლობას, რაც კრიზისის მიერ გამოწვეული ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარეობს“, – ამის შესახებ ფონდის მმართველმა იასირ ალ-რუმაიანმა ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა.
სცენის მიღმა კორონავირუსის ეპიდემიამ შეაფერხა ვაჭრობა და წლის განმავლობაში აქციების ფასი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაიყვანა. თუმცა, სუვერენულმა ფონდმა გადაწყვიტა გლობალური პორტფოლიოს გაზრდა
“ჩვენ აქტიურად ვეძებთ სტრატეგიულ შესაძლებლობებს როგორც საუდის არაბეთში, ასევე გლობალურად, რომელთაც აქვთ ძლიერი პოტენციალი მნიშვნელოვანი გრძელვადიანი მოგების გენერირებისა, რაც საუდის არაბეთის მოსახლეობას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს“, – წერია ფონდის ოფიციალურ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის სუვერენულ ფონდს $513.9 მილიონის ოდენობის ინვესტიცია აქვს ჩადებული Marriott International-შიც და კიდევ მრავალი სხვა კომპანიაში, მათ შორის კანადური ენერგოკომპანია Suncor Energy, Royal Dutch Shell, Total და Eni. ფონდმა ასევე $78.4 მილიონის აქციები უორენ ბაფეტის კონგლომერატ Berkshire-შიც იყიდა.
საუდის არაბეთის სუვერენული ფონდის მანდატი 2015 წელს გაიზარდა პრინც მუჰამედ ბინ სალმანის მიერ, რათა ფონდს საერთაშორისო ინვესტიციები განეხორციელებინა ქვეყნის ეკონომიკური დივერსიფიკაციის მიზნით.
დატოვე კომენტარი