საუდის არაბეთმა Shell–ის და სხვა ევროპული ნავთობ მწარმოებლების აქციები იყიდა. კერძოდ, როგორც The Wall Street Journal–ი წერს, ბოლო კვირების განმავლობაში, საუდის არაბეთმა ოთხi ევროპულi ნავთობკომპანიის აქციებში $1 მილიარდი გადაიხადა.
საუბარია Royal Dutch Shell–ზე, ნორვეგიულ Equinor–ზე, ფრანგულ Total–ზე და მათ იტალიურ კონკურენტ Eni–ზე. როგორც ცნობილია, შენაძენი საუდის არაბეთის საჯარო ინვესტიციების $300 მილიარდიან ფონდს ეკუთვნის. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ნავთობის მიღმა ქვეყანა ეკონომიკის დივერსიფიცირებას არ ახორციელებს, რაც საუდის არაბეთის მმართველის დანაპირებს ეწინააღმდეგება.
აღსანიშნავია, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიამ გლობალური ვაჭრობის პროცესი დააზარალა, დაიხურა ქარხნები და გამოცხადდა ე.წ lockdown. ამ ყველაფერმა კი ნავთობზე მოთხოვნა შეამცირა. ამასთან, საუდის არაბეთი და რუსეთი ვერ აღწევენ შეთანხმებას ნავთობის ფასების ომში, რომ შეამცირონ ნავთობის წარმოება.
ამასთან, როგორც ცნობილია, შექმნილი ვითარების გამო, Shell–ის, Equinor–ის, Total–ის და Eni–ს აქციები 30%–ზე მეტად დაეცა იანვრის შემდეგ.
დატოვე კომენტარი