ა(ა)იპ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტით, საქართველოში საუკეთესო ფინანსური ანგარიშგების მქონე კომპანიები გამოვლინდება. კერძოდ, კონკურსში ის კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც ფინანსური ანგარიშგება reportal.ge-ზე აქვთ წარდგენილი და რომლებიც საქართველოს საფონდო ბირჟაზე არიან წარმოდგენილები.
კონკურსის ფარგლებში, კომპანიებს შეფასების სამსაფეხურიანი ეტაპის გავლა მოუწევთ, საბოლოოდ კი გადაწყვეტილებას ჟიური მიიღებს, რომელშიც წარმოდგენილები იქნებიან დარგის ექსპერტები როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან.
კომპანიები ჯამში 100 ქულით შეფასდებიან, საიდანაც ფინანსური ინსტიტუტებისთვის ქულები შემდეგნაირად გადანაწილდება: მენეჯმენტი – 40%; კორპორატიული მართვა – 20%; არაფინანსური ინფორმაცია – 20%; სხვა – 20%. რაც შეეხებათ არასაფინანსო კომპანიებს, მსხვილი კომპანიებისთვის (500 და მეტი დასაქმებულით) შეფასების სისტემა შემდეგია: მენეჯმენტი – 40%; კორპორატიული მართვა – 20%; არაფინანსური ინფორმაცია – 20%; სხვა – 20%. მცირე ზომის არასაფინანსო კომპანიებსისთვის (500 დასაქმებულზე ნაკლები) შეფასება შემდეგია: მენეჯმენტი – 50%; კორპორატიული მართვა – 20%; არაფინანსური ინფორმაცია – 10%; სხვა – 20%.
გამარჯვებულები სწორედ აღნიშნულ სამ კატეგორიაში გამოვლინდებიან. კონკურსი დეკემბერში დასრულდება.
კონკურსში ის კომპანიები მოხვდებიან, რომლებსაც საკუთარი ანგარიშგება პირველ ოქტომბრამდე ექნებათ გამოქვეყნებული. კონკურსის ჟიურის წევრები არიან: პოლ ტომპსონი, გიორგი თაბუაშვილი, გიორგი რუსიაშვილი, ირინა გორდელაძე, კახა კუჭავა, ნინო ქურდიანი, ერიკ ვერმეუნელი, ბრანკო ლუტიკი, ტარიელ გვალია, ელიზაბეტ–ნუცა დავითაშვილი, ნიკოლოზ დუმბაძე, ეკატერინე პაპიაშვილი, სოფიო კოლბაია, გიორგი ნაკაშიძე, ფილიპ იუნგენი.
დატოვე კომენტარი