საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2016 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3%-დან 2.5%-მდე შეამცირა. ფონდის ინფორმაციით, 2016 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3.2%-ით გაიზრდება, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა 1.9%-ით, ხოლო განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა 4.1%-ით.
2015 წელს 2.8%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო 151 განვითარებად ქვეყანას შორის 88-ე იყო, ხოლო 2016 წლის პროგნოზის (2.5%) მიხედვით 98-ე პოზიციას იკავებს.
2015 წელს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი ეთიოპიაში (10.2%) და პალაუში (9.4%) დაფიქსირდა. ყველაზე მეტად კი იემენის (-28%) და სიერე ლეონეს (-21.5%) ეკონომიკა შემცირდა. 3.7%-ით შემცირდა რუსეთის ეკონომიკა.
სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2016 წელს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი მიანმარში (8.6%), კოტ დე ვიუარში (8.5%) და ბუტანში (8.4%) იქნება. ყველაზე მეტად (-8%) კი ვენესუელას ეკონომიკა შემცირდება. რუსეთის ეკონომიკა 1.8%-ით შემცირდება, ხოლო უკრაინის ეკონომიკა 1.5%-ით გაიზრდება.
ცხრილი – ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყნები 2015 წელს:
ქვეყანა | % | |
1 | ეთიოპია | 10.2 |
2 | პალაუ | 9.4 |
3 | პაპუა ახალი გვინეა | 9.0 |
4 | კოდ დე ვუარი | 8.6 |
5 | უზბეკეთი | 8.0 |
6 | ირლანდია | 7.8 |
7 | კონგოს დემ. რესპუბლიკა | 7.7 |
8 | ბუტანი | 7.7 |
9 | ინდოეთი | 7.3 |
10 | მიანმარი | 7.0 |
დატოვე კომენტარი