სავაჭრო დეფიციტი 13.8%-ით შემცირდა და 3.3 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში ექსპორტი წლიურად 12.3%-ით გაიზარდა და 309.4 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 3.7%-ით შემცირდა 744.5 მლნ აშშ დოლარამდე. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი 12.5%-ით შემცირდა და 435.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2019 წლის აგვისტოში 5 უმსხვილესი საექსპორტო საქონელი იყო: სპილენძი (+60.1%), ავტომობილები (+61.7%), ღვინო (+15.4%), მედიკამენტები (+4.7%) და ფეროშენადნობები (-53.4%).
2019 წლის აგვისტოში 5 უმსხვილესი საიმპორტო საქონელი იყო: ნავთობი (-20.7%), ავტომობილები (-5.1%), სპილენძი (+8.4% წ/წ), მედიკამენტები (-10.4%) და ტელეფონები (-8.1%).
ჯამურად, 2019 წლის პირველ რვა თვეში, ექსპორტი წლიურად გაიზარდა 12.4%-ით და 2.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 4.4%-ით შემცირდა 5.7 მლრდ აშშ დოლარამდე. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი 13.8%-ით შემცირდა და 3.3 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
დატოვე კომენტარი