COVID-19-ი გავრცელების აქტიურ ფაზაშია შესული და უზარმაზარ ზიანს აყენებს მსოფლიოს ეკონომიკური თვალსაზრისით. კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საკონსულტაციო კომპანია “SavvY-ს” სურს იმ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ამოუდგეს გვერდში, რომელიც პანდემიის გამო ყოველდღიურად ზარალდება. ეს კი – მცირე და საშუალო ბიზნესია. კომპანიამ, Holy Motors-თან და Holar Software-თან პარტნიორობით, ახალი კორონავირუსის მიერ ბიზნესისთვის გამოწვეული სირთულეების გადასალახად, ონლაინ პლატფორმა – supportbusiness.ge შექმნა.
ახალ ონლაინ პლატფორმის შექმნის იდეის შესახებ კომპანია “SavvY- ის” მმართველი პარტნიორი თორნიკე ჩხაიძე გვესაუბრა და გაგვიზიარა ის მიზნები, რომელთა მიღწევასაც კომპანია ამ პლატფორმით გეგმავს:
“კორონავირუსის ფართო გავრცელების დღიდან დაწყებული, ჩვენ თვალს აქტიურად ვადევნებთ შექმნილ მდგომარეობას. მოვლენების მოულოდნელმა განვითარებამ მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები დაუგეგმავი გამოწვევების წინაშე დააყენა. ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ ბევრს ვფიქრობდით, თუ როგორ შეგვეძლო დავხმარებოდით ამ პერიოდში ყველაზე მოწყვლად, მცირე და საშუალო ბიზნესს. სწორედ ამ მიზეზით, ონლაინ პლატფორმა შევქმენით, რომელიც ბიზნესს სექტორის წარმომადგენელებს – ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, გამოწვევების დროულად იდენტიფიცირებაში, მოსალოდნელი შედეგების შეფასებასა და სწრაფი, ეფექტური გადაჭრის გზების პოვნაში დაეხმარება. “
ჩვენ ასევე ვესაუბრეთ, Holy Motors-ის დამფუძნებელსა და შემოქმედებით ხელმძღვანელს, გიორგი ავალიანს, მისი განცხადებით ახალი გამოწვევები ახალ ხედვასა და მიდგომებს საჭიროებს – “ახალ საზოგადოებას დღის ახალი წესრიგი სჭირდება – ახალი აზრები, სერვისები, ბრენდები, რომლებიც უფრო შემოქმედებითად, ლამაზად და ეფექტურად მოერგებიან ჩვენს ახალ სოციალურ გამოწვევებს. ჩვენი საქმიანობის მთავარი ფოკუსი სწორედ ახალი იდეების ხელშესახებ ბრენდებად ქცევა, გეზის განსაზღვრა და საინტერესოდ ამოძრავებაა. თუმცა საგანგებო მდგომარეობას საგანგებო განწყობით უნდა შევეგებოთ – დღეს დიზაინისა და კომუნიკაციის ყველა ამოცანა რეალური, ყოველდღიური პრობლემა უნდა იყოს და არა მხოლოდ დროის გაყვანასა და კარგ განწყობაზე ზრუნვა.“
პლატფორმის საშუალებით ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა ბიზნესს სექტორის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ დააფიქსირონ ის პრობლემები თუ გამოწვევბი, რომლებიც კორონავირუსის ფართოდ გავრცელების გამო შეექმნათ. “supportbusiness.ge-ს” მეშვეობით კი, “SavvY-ის” პროფესიონალი გუნდი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გამოწვევების გადაჭრის ეფექტური გზებს დასახავს. ამ მნიშვნელოვანი დახმარების გარდა, პლატფორმაზე დაგხვდებათ, ყოველდღიური ბიზნეს სიახლეები, პრაქტიკული რეკომენდაციები და გზამკვლევები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს და არა მხოლოდ მათ, ბიზნეს სექტორისთვის აქტუალურ თემებზე შემუშავებულ ონლაინ სემინარებზე დასწრება შეეძლებათ.
პლატფორმის მუშაობის პრინციპი შემდეგნაირია:
ეტაპი პირველი: ეწვიეთ პლატფორმას და მონიშნეთ არსებული გამოწვევა (გამოწვევები), რომლებიც თქვენს ბიზნესს დაუდგა.
ეტაპი მეორე: მიუთითეთ თუ რომელ სექტორში საქმიანობთ – მონიშნეთ სექტორი (სექტორები), რათა უკეთ მოხდეს პრობლემის იდენტიფიცირება.
ეტაპი მესამე: დაამატეთ კონკრეტულად თქვენი ბიზნესის გამოწვევის დეტალური აღწერა და აუცილებელია დატოვოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაციაც, რათა კომპანია “SavvY-ის” კონსულტანტები უმოკლეს დროში დაგიკავშირდნენ.
დასკვნითი ეტაპი: უკუკავშირს და სამოქმედო გეგმის შეთავაზებას მოიცავს – ამ ეტაპზე პლატფორმის ბენეფიციარები სრულიად უსასყიდლოდ გამოწვევის მასშტაბის შესაბამისად სამოქმედო გეგმის შეთავაზებასა და განხორციელებაში მხარდაჭერას მიიღებთ.
“ჩვენ “SavvY-ში” გვჯერა, რომ ამ გზით ბევრ ბიზნესს დავეხმარებით და მნიშნელოვნად შევუმსუბუქებთ პანდემიით გამოწვეულ მძიმე მდგომარეობას” – გვეუბნება თორნიკე ჩვენთან საუბრის დასასრულს.
დატოვე კომენტარი