ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სებ–ი რიგგარეშე სხდომას ნიშნავს.
25 სექტემბერს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე კომიტეტი მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის შესახებ იმსჯელებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განრიგით წელიწადში რვაჯერ იკრიბება. შემდგომი სხდომა, განრიგის შესაბამისად 23 ოქტომბერს გაიმართება.
დატოვე კომენტარი