სენატი ინფრასტრუქტურისთვის 1 ტრილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ათანხმებს

სენატი ინფრასტრუქტურისთვის 1 ტრილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ათანხმებს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატი მიმდინარე კვირაში შეეცდება უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული გეგმა დაამტკიცოს. ინფრასტრუქტურის აღსადგენად და გასაუმჯობესებლად 1 ტრილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის გამოყოფა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინიციატივაა, რომელსაც ორივე პარტიის წარმომადგენლები უჭერენ მხარს.

ხანგრძლივი სესიების შემდგომ, სენატის მომლაპარაკებელმა პირებმა დაადასტურეს 1,702 გვერდიანი კანონპროექტის მიღება, რომელიც მოძველებული გზების, ხიდებისა და სარკინიგზო ლიანდაგების განახლებას გულისხმობს. კანონპროექტი განსახილველად და შესატან ცვლილებებზე სამსჯელოდ სენატორებს გადაეცათ.

სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, ათასწლეულები გავიდა მას შემდგომ, რაც კონგრესმა მსგავსი მნიშვნელობის კანონპროექტი მიიღო. სენატორების ორპარტიული გუნდი საბოლოოდ შეთანხმდა, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურის აღსადგენად 1 ტრილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია აუცილებელია. შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის დამტკიცების შემთხვევაში, ის ბოლო ათწლეულების განმავლობაში შტატების ინფრასტრუქტურისთვის უდიდესი ინვესტიცია, ხოლო პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის ერთგვარი გამარჯვებაც იქნება.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემდგომ, დემოკრატებს იმედი აქვთ, რომ  უფრო მეტად გაუმარტივდებათ ახალ გეგმაზე მუშაობის დაწყება, რომელიც „სოციალური ტიპის ინფრასტრუქტურისთვის“ 3,5 ტრილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ინვესტიცია მოხმარდება კლიმატური ცვლილებების, იმიგრაციისა და ჯანდაცვის პრობლემების მოგვარებას.

თუმცა თავდაპირველად, სენატმა ინფრასტრუქტურის აღსადგენად კანონპროექტი საბოლოოდ უნდა დაამტკიცოს. ინვესტიციის ფარგლებში, მოძველებული ინფრასტრუქტურის აღდგენასთან ერთად, სასოფლო დასახლებების სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფაც იგეგმება. მიუხედავად სენატის რამდენიმე წევრის უკმაყოფილებისა, შტატებში შეთანხმების მიღწევას კვირის ბოლომდე ვარაუდობენ.

დატოვე კომენტარი

1 კომენტარი

  1. You actually reported that fantastically.
    casino en ligne France
    Helpful knowledge Thanks a lot!
    casino en ligne fiable
    Wow quite a lot of terrific material!
    casino en ligne francais
    With thanks! I enjoy it!
    casino en ligne fiable
    Nicely put. Thank you.
    casino en ligne
    Awesome posts Kudos.
    casino en ligne France
    You said it very well.!
    casino en ligne
    Thanks a lot! Wonderful information.
    casino en ligne francais
    Amazing information, Thank you.
    casino en ligne
    Thanks a lot. I like this!
    casino en ligne fiable

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *