სექტემბერში ბანკებში განთავსებული დეპოზიტები შემცირდა

სექტემბერში ბანკებში განთავსებული დეპოზიტები შემცირდა

ჯამში, უცხოურ ვალუტაში 14.4 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 8.4 მილიარდი ლარის დეპოზიტია განთავსებული.

2018 წლის სექტემბერში, წინა თვესთან (აგვისტოსთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტები 17 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები 13 მლნ დოლარით შემცირდა. სექტემბრის ბოლოს, საბანკო დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 63.2% შეადგინა. აგვისტოს ბოლოს დოლარიზაცია 62.9%, ხოლო ერთი წლის წინ 66% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში 14.4 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 8.4 მილიარდი ლარის დეპოზიტია განთავსებული.

2017 წლის პირველ სექტემბერთან შედარებით, 2018 წლის პირველ სექტემბერს ლარში განთავსებული დეპოზიტები 2.1 მილიარდი ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 429 მლნ დოლარით.

2018 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით, დოლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.7%-ია, ერთი წლის წინ 2.6% იყო. ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.6%-ია, ერთი წლის წინ 7.7% იყო.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *