საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხა 2020 წლის სექტემბერში 2019 წლის სექტემბერთან შედარებით 43 მლნ დოლარით, 29%-ით გაიზარდა. სექტემბერში სულ 193 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც სექტემბრის თვის რეკორდული მაჩვენებელია. საქართველოდან საზღვარგარეთ 25 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 4.6 მლნ დოლარით მეტია 2019 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე.
სექტემბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად უკრაინიდან, იტალიიდან, აშშ-დან, საბერძნეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.
ცხრა თვის ჯამში, იანვარ-სექტემბერში, 1 335 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2019 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელზე 6.2%-ით (78 მლნ დოლარით) მეტია.
ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც სექტემბერში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი
დატოვე კომენტარი