სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სექტემბერში წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი 0.7 %-ით გაიზარდა, ერთწლიან ჭრილში კი, მაჩვენებელი 0.2%-ით შემცირდა.
წინა თვესთან შედარებით, სექტემბერში ყველაზე დიდი, 5.1%-იანი ზრდა განათლების მიმართულებით აღინიშნა. ფასების ჰარმონიზებული ინდექსი 2.5%-ით გაიზარდა ტრანსპორტის შემთხვევაში. ამის საპირისპიროდ, 0.4%-იანი კლება აღინიშნა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში. უმნიშვნელოდ, 0.1%-ით შემცირდა ფასების ჰარმონიზებული ინდექსი კავშირგაბმულობის შემთხვევაში.
რაც შეეხება ცვლილებას წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის კუთხით შემდეგ ჯგუფები გამოირჩა: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 8.7%; ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო – 5.7%; განათლება – 5.2%; სასტუმროები, კაფეები, რესტორნები – 5.1%. ფასების მნიშვნელოვანი კლება კი შემდეგ ჯგუფებში აღინიშნა: ტრანსპორტი – 5.1%; ჯანმრთელობის დაცვა – 4.9%; დასვენება, გართობა, კულტურა – 3.9%; კავშირგაბმულობა – 2.5%.