საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში 2018 წლის სექტემბერთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 0.5%-ით (1.4 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 4%-ით (30 მლნ დოლარით) გაიზარდა. 2019 წლის სექტემბერში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 303 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 749 მლნ დოლარი შეადგინა.
სექტემბრის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -446 მლნ დოლარია, რაც 2018 წლის სექტემბრის უარყოფით ბალანსზე 28 მლნ დოლარით მეტია.
ცხრა თვის ჯამში, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 11%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3.3%-ით შემცირდა. სავაჭრო ბრუნვა 0.5%-ითაა გაზრდილი. ცხრა თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -3 749 მლნ დოლარია, გასული წლის ცხრა თვეში -4 251 მლნ დოლარი იყო.
სექტემბრის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 21 ოქტომბერს გამოქვეყნდება.
დატოვე კომენტარი