მიმდინარე წლის სექტემბერში, გასულ თვესთან (აგვისტოსთან) შედარებით, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 57 მლნ ლარით გაიზარდა და 20.2 მილიარდი ლარი შეადგინა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 32 მლნ დოლარით შემცირდა, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 100 მლნ ლარით გაიზარდა.
30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალი 15.8 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 4.3 მილიარდი ლარია.
საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 70% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 5.5 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 911 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის საფრანგეთი 678 მლნ ლარით.
საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 46.3%-ია.
ცხრილი: საქართველოს სახელმწიფო ვალის მაჩვენებლები
დატოვე კომენტარი