მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს ექსპორტმა ევროკავშირის ქვეყნებში 77.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 25%-ით მეტია 2017 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე. ექსპორტის ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბულგარეთის (20.3 მლნ დოლარით), ესპანეთის (11 მლნ დოლარით) და საფრანგეთის (3.5 მლნ დოლარით) მიმართულებით.
სექტემბერში 15.8 მლნ დოლარით გაიზარდა ექსპორტი აშშ-ში, აზერბაიჯანში 9.3 მლნ-ით, ყაზახეთში 6.7 მლნ და.შ.
9 თვის ჯამში, იანვარ-სექტემბერში ევროკავშირში ექსპორტი 62 მლნ დოლარით, 13%-ით არის გაზრდილი.
ყველაზე მაღალი ზრდა აზერბაიჯანის მიმართულებითაა – 175 მლნ დოლარით (104%).
ცხრილი: ქვეყნები, სადაც სექტემბერში ექსპორტი ყველაზე მეტად გაიზარდა, მილიონი დოლარი
| 2017 | 2018 | ცვლილება |
ექსპორტი – სულ | 257.6 | 301.7 | 44.1 |
ევროკავშირის ქვეყნები | 61.5 | 77.2 | 15.6 |
ბულგარეთი | 13.4 | 33.7 | 20.3 |
ესპანეთი | 4.1 | 15.2 | 11.0 |
საფრანგეთი | 2.0 | 5.5 | 3.5 |
სხვა ქვეყნები |
|
|
|
აზერბაიჯანი | 34.8 | 44.1 | 9.3 |
რუსეთი | 31.1 | 34.1 | 3.1 |
სომხეთი | 19.8 | 22.2 | 2.5 |
ყაზახეთი | 4.7 | 11.4 | 6.7 |
აშშ | 13.4 | 29.2 | 15.8 |
წყარო: საქსტატი
დატოვე კომენტარი