საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის სექტემბერში 2016 წლის სექტემბერთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 34%-ით (65.3 მლნ დოლარით) გაიზარდა, ხოლო იმპორტი 8%-ით (60 მლნ დოლარით) შემცირდა. მიმდინარე წლის სექტემბერში ექსპორტი გაზრდილია 2014 და 2015 წლების სექტემბრის მაჩვენებლებთან შედარებითაც და მხოლოდ 1.3 მლნ დოლარით ჩამორჩება 2013 წლის მაჩვენებელს.
2017 წლის სექტემბერში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 257.5 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 684.8 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 427.3 მლნ დოლარია, რაც 2016 წლის სექტემბრის უარყოფით ბალანსზე 125 მლნ დოლარით ნაკლებია.
ცხრა თვის ჯამში, იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 28.3%-ით (428 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 7.4%-ით (388 მლნ დოლარით) არის გაზრდილი.
საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება.
დატოვე კომენტარი