სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის სექტემბერში, 2021 წლის სექტემბერთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა. 9 თვის ჯამში, იანვარ-სექტემბერში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.2%-ია.

2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.4%-ით გაიზარდა. 2022 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 8.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, თუმცა 9 თვეში დაფიქსირებული უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო, შესაძლოა რომ 2022 წელს ეკონომიკა 8.5%-ზე მეტად გაიზარდოს.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები

მონაცემთა წყარო: საქსტატი

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *