შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში, 2016 წლის სექტემბერთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. 2016 წლის სექტემბერში 305 223 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2017 წლის სექტემბერში 380 895. ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, სექტემბერში 21%-ით გაიზარდა და 763 729 შეადგინა.
იანვარ-სექტემბერში 29%-ით მეტი ტურისტია შემოსული, ჯამში 2 783 594. ვიზიტორების რაოდენობა კი 19%-ით გაიზარდა და ჯამში 5 822 835 ვიზიტორი შემოვიდა.
სექტემბერში ყველაზე მეტი (157 318) ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე აზერბაიჯანია 151 305 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთია 146 229 ვიზიტორით. მეოთხე ადგილს თურქეთი იკავებს 119 867 ვიზიტორით.
ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
ქვეყანა | 2017: სექტემბერი | 2016: სექტემბერი | ცვლილება % |
რუსეთი | 157,318 | 119,155 | 32% |
აზერბაიჯანი | 151,305 | 130,870 | 16% |
სომხეთი | 146,229 | 130,815 | 12% |
თურქეთი | 119,867 | 108,453 | 11% |
ირანი | 52,063 | 28,922 | 80% |
უკრაინა | 20,817 | 20,782 | 0% |
ისრაელი | 15,422 | 13,664 | 13% |
პოლონეთი | 8,770 | 7,029 | 25% |
გერმანია | 7,177 | 5,506 | 30% |
საუდის არაბეთი | 6,953 | 3,677 | 89% |
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
დატოვე კომენტარი