სექტემბერში საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხა 14 პროცენტით გაიზარდა

სექტემბერში საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხა 14 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხა 2019 წლის სექტემბერში 2018 წლის სექტემბერთან შედარებით 18 მლნ დოლარით, 14%-ით გაიზარდა. სექტემბერში სულ 150 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც სექტემბრის თვის რეკორდული მაჩვენებელია. საქართველოდან საზღვარგარეთ 20.5 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 1.2 მლნ დოლარით მეტია 2018 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე.

სექტემბერში 1.4 მლნ დოლარით შემცირდა გზავნილები რუსეთიდან. რუსეთიდან გზავნილების შემცირება მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო და 9 თვეში 26 მლნ დოლარით შემცირდა.

სექტემბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, უკრაინიდან, საბერძნეთიდან, ყაზახეთიდან  და აშშ-დან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.

ცხრა თვის ჯამში, იანვარ-სექტემბერში, 1 257 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2018 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელზე 8.5%-ით (99 მლნ დოლარით) მეტია.

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც სექტემბერში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

ქვეყანა

2018 სექტემბერი

2019 სექტემბერი

ზრდა

იტალია

16.6

21.1

4.5

უკრაინა

2.3

4.3

2.0

საბერძნეთი

14.2

15.9

1.7

ყაზახეთი

1.5

2.9

1.5

აშშ

14.2

15.4

1.2

ისრაელი

12.5

13.6

1.0

ყირგიზეთი

1.6

2.6

1.0

გერმანია

3.4

4.4

1.0

თურქეთი

7.2

8.2

1.0

პოლონეთი

2.0

2.9

0.9

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *