2018 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვები 241 მილიონი დოლარით (9%-ით) გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს, 2 950 მილიონ დოლარს მიაღწია. აქამდე რეკორდული მაჩვენბელი 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს იყო დაფიქსირებული – 2 887 მლნ დოლარი. ბოლო ერთ წელიწადში კი უცხოური ვალუტის რეზერვები 129 მლნ დოლარით არის გაზრდილი.
2 950 მლნ დოლარიდან 2.5 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 465 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.
გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი
დატოვე კომენტარი