ამერიკული საკაბელო სატელევიზიო ქსელი Showtime-ის სერიალები Billions, Black Monday და The Chi ეკრანებს გაზაფხულიდან დაუბრუნდება. მის შესახებ tvline.com იუწყება.
სერიალი Billions -ის მე-5 სეზონი 3 მაისიდან განახლდება. ერთმანეთთან დაპირისპირებული სერიალის გმირებს შორის ბრძოლა გადარჩენისთვის მე-5 სეზონშიც გრძელდება. სერიალი მოგვითხრობს დიდი ფულის სამყაროზე, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება ამბიციური ფინანსისტი უოლ-სტრიტიდან და პრინციპული პროკურორი. როგორც გამოცემა აღნიშნავს ამ სეზონში გამოჩნდება ჯულიანა მარგულისი სერიალიდან (The Good Wife) და კორი სტელი (House of Cards).
როგორც Showtime-ი აცხადებს Black Monday-ი 15 მარტიდან განახლდება, ხოლო The Chi – 5 ივლისიდან, ასე რომ საკაბელო ტელევიზია დაძაბულ და საინტერესო სეზონს პირდება სერიალების გულშემატკივრებს.
წყარო: tvline.com
დატოვე კომენტარი