სესხით დაფინანსებული კაპიტალური პროექტები 0%–იანი შესრულების მაჩვენებლით

სესხით დაფინანსებული კაპიტალური პროექტები 0%–იანი შესრულების მაჩვენებლით

2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის დაგეგმილია 2,349 მლნ ლარის მიმართვა, რაც ბიუჯეტის 17.9%-ს შეადგენს.

კაპიტალური პროექტების ყველაზე მსხვილი განმახორციელებელია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელიც წელს 1,820 მლნ ლარის ღირებულების პროექტებს განახორციელებს (მთლიანი პროექტების ღირებულების 77.5%). კაპიტალური პროექტების დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს სესხები (51.6%) და საბიუჯეტო სახსრები (46.6%).

კაპიტალური პროექტების უმეტესობა კრედიტით ფინანსდება, Forbes.ge რამდენიმე თვის წინაც წერდა, რომ 2018 წელს

14 პროექტის შემთხვევაში თანხის ათვისება საერთოდ არ მომხდარა.

აღნიშნული თანხების დროული და დაგეგმილი ათვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კრედიტების შემთხვევაში, რომელიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადის (Commitment Fee) გადახდას კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე. 

ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში უკვე გამოქვეყნა. ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით, 27 კაპიტალური პროექტის შემთხვევაში ფაქტობრივი შესრულების

მაჩვენებელი 0%–ის ტოლია. ამ პროექტების ნაწილი კი სესხით არის დაფინანსებული.

slide40

გარდა ამ პროექტებისა 0%–ის ტოლია ისეთი პროექტების შესრულება, როგორიცაა მაგალითად ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა–რეაბილიტაცია. ამ მიზნით ბიუჯეტიდან 25 მლნ ლარია გამოყოფილი 2019 წლისთვის.

ასევე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი, რომელსაც EIB აფინანსებს და რომლის ბიუჯეტიც 10 მლნ ლარია. 

slide39

აუდიტის სამსახურში განმარტავენ, რომ საქართველოში პროექტების პირველადი შერჩევის არაფორმალურ და არასტანდარტიზებულ პრაქტიკას აქვს ადგილი. კერძოდ,

არ არსებობს კაპიტალური პროექტების განვითარების სტრატეგია არც ქვეყნის და არც სექტორულ დონეზე და ასევე, განმახორციელებელ უწყებებს არ გააჩნიათ პროექტების შერჩევის მეთოდოლოგია,

რაც გულისხმობს შერჩევის კრიტერიუმებისა და აღნიშნული პროცესის ცხადად განსაზღვრას.

ასევე, საბიუჯეტო რესურსით დაფინანსებული კაპიტალური პროექტებისათვის არ ხორციელდება პროექტების წინასწარი შეფასება, რომლის მიზანია პროექტის განხორციელების

რამდენიმე ალტერნატივიდან საუკეთესო ვარიანტის შერჩევა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *