მაღალი ინფლაციის მიუხედავად, წლევანდელი „შავი პარასკევის“ ფასდაკლებები ამერიკის შეერთებული შტატების მომხმარებლისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა. შედეგად, აშშ-ში, „შავ პარასკევს“ ონლაინგაყიდვებმა რეკორდულ $9.12 მილიარდს მიაღწია.
Adobe-ის მონაცემებისა და ანალიტიკური შეფასების ცენტრ Adobe Analytics-ის მონაცემებით, წლევანდელ „შავ პარასკევს“ აშშ-ში ონლაინდანახარჯები 2.3%-ით გაიზარდა. ცნობისთვის, Adobe Analytics-ი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, ასი საუკეთესო ინტერნეტ საცალო ვაჭრობის პლატფორმების 85%-ზე აქვს წვდომა, მონაცემებს ვებგვერდებზე განხორციელებული ტრანზაქციების ანალიზით ზომავს.
საინტერესოა, რომ Adobe Analytics-ის პროგნოზით, „შავ პარასკევს“ ონლაინგაყიდვების ზრდას მხოლოდ 1% უნდა შეედგინა. ანალიტიკური ცენტრის მოლოდინით, არანაკლებ მოგებიანი ონლაინვაჭრობისთვის ე.წ. „კიბერორშაბათი“ იქნება. Adobe Analytics-ის ვარაუდით, ორშაბათის შოპინგის შედეგად, ონლაინგაყიდვები შესაძლოა $11.2 მილიარდამდე გაიზარდოს.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, „შავი პარასკევის“ საყიდლებზე მომხმარებლების მაღაზიებში გამოჩენა ბევრად უფრო მოსალოდნელი იყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამერიკელები წელსაც ონლაინგაყიდვებს ანიჭებდნენ უპირატესობას. განსაკუთრებით პოპულარული კი მობილურის გამოყენებით შოპინგი აღმოჩნდა, რომელმაც, Adobe-ის მონაცემებით, „შავ პარასკევს“ ციფრული გაყიდვების 48% შეადგინა.
დატოვე კომენტარი
Can you be more specific about the content of your article? After reading it, I still have some doubts. Hope you can help me.