შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ British American Tobacco-ს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე Vuse Solo ელექტროსიგარეტების გაყიდვის ნებართვა მისცა.
საინტერესოა, რომ გადაწყვეტილება მრავალი წლის განმავლობაში პოლიტიკოსებისა თუ საზოგადოების მიერ ინდუსტრიის რეგულაციის მოთხოვნას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც სააგენტომ ელექტროსიგარეტებთან მიმართებით ახალი პოლიტიკა შეიმუშავა.
ეს გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ შტატების ტერიტორიაზე ელექტროსიგარეტის გაყიდვის ნებართვა გასცა. თუმცა გადაწყვეტილება Vuse Solo ბრენდის ყველა პროდუქტს არ ეხება.
შეგახსენებთ, რომ სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ თამბაქოს ახალი პროდუქტების რეგულირების მანდატი 2009 წელს მიიღო. მთელი ამ ხსნის განმავლობაში მაღაზიის თაროებზე ათასობით ელექტროსიგარეტი სააგენტოს ნებართვის გარეშე იყიდებოდა.
ელექტროსიგარეტი გახლავთ სიგარეტის სახეობა, რომელიც ნიკოტინს მომხმარებლებს სითხის აორთქლების საშუალებით აწვდის. ნიკოტინი კი სწორედ ის ნივთიერებაა, რომელიც თამბაქოზე დამოკიდებულებას იწვევს. ამავდროულად, ის ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებსაც იწვევს. თუმცა, ელექტრო ელექტროსიგარეტების მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ მათ პროდუქტებს შეუძლიათ ისე მიაწოდონ მომხმარებლებს ნიკოტინი, რომ თავიდან აარიდონ ნიკოტინისაგან გამოწვეული ჯანმრთელობის რისკები.
სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას ამჟამად 6.5 მილიონი განაცხადი აქვს მიღებული 500-მდე კომპანიისაგან, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა განიხილოს. დღემდე სააგენტოს აღნიშნულ მოთხოვნებზე უამრავი უარყოფითი პასუხი ჰქონდა გაცემული.
დატოვე კომენტარი