ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს მატერია, რომელიც ფოლადზე ორჯერ უფრო მტკიცე და პლასტმასასავით მსუბუქია. გარდა ამისა, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მისი დეფორმირებისთვის ოთხჯერ მეტი ძალაა საჭირო, ვიდრე ტყვიაგაუმტარი მინის.
სპეციალისტების განცხადებით, მათი ახალი მიგნების წყალობით აღნიშნული მატერიის დიდი რაოდენობით წარმოებაა შესაძლებელი. მათივე თქმით, ამ მასალის სხვადასხვა ნივთის დასამზადებლად გამოყენება იქნება შესაძლებელი, მათ შორის მობილურების, ავტომობილებისა და შენობა-ნაგებობათა კონსტრუქციების.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა მატერიის შესაქმნელად, რომელსაც მათ 2DPA-1 უწოდეს, პოლიმერიზაციის პროცესს მიმართეს. ყველა პლასტმასა პოლიმერია, რომელიც ბლოკების ჯაჭვისგან, იმავე მონომერებისგან შედგება. ან ჯაჭვების ბოლოს, მათი გაზრდის მიზნით, ახალი მოლეკულების დამატება და მათი 3D-ობიექტებად ფორმირებაა შესაძლებელი. მეცნიერები დიდხანს ფიქრობდნენ, რომ ამ პოლიმერების 2D-ფურცლებად გადაქცევა და შედეგად, მტკიცე, თუმცა მსუბუქი მასალის წარმოება იყო შესაძლებელი, თუმცა სპეციალისტებს მიზნის მისაღწევად ათწლეულები დასჭირდათ.
ახალი კვლევის დროს მეცნიერებმა 2D-ფურცლების შექმნა შეძლეს, რომელსაც პოლიარამიდს უწოდებენ. ამ ფენების დისკებად გადაქცევისა და ერთმანეთზე დაწყობის შემდეგ საკმაოდ სტაბილური და მტკიცე, ამასთან მსუბუქი მასალა მიიღება. მისი კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ მატერია აირშეუღწევადია.
დატოვე კომენტარი