სან-დიეგოში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტში (UCSD) მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს ბიომასალა, რომელსაც სხეულში ინტრავენურად შეყვანის შემდეგ ქსოვილში ანთების შემცირება და დაზიანებული უჯრედების აღდგენა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ახალი მასალა მღრღნელებსა და უფრო დიდი ზომის ცხოველების მოდელებზე უკვე გამოიცადა.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბიომასალას გულის შეტევით გამოწვეული ქსოვილის დაზიანების, ტვინის ტრავმული დაზიანებისა და ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების მკურნალობის პოტენციალი აქვს.
„ეს ბიომასალა დაზიანებული ქსოვილის შიგნიდან მკურნალობის საშუალებას იძლევა“, – აცხადებს კარენ კრისტმანი, ბიოინჟინერიის მიმართულების პროფესორი და ბიომასალის შემქმნელ მეცნიერთა ჯგუფის წამყვანმა მკვლევარმა.
სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ახალი მასალის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას ადამიანებში, კლინიკური ტესტირებისას, ერთ ან ორ წელიწადში შეაფასებენ. იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის და ბიომასალის გამოყენების ნებართვა გაიცემა, მისი დახმარებით პაციენტებში გულის შეტევის შედეგად დაზიანებული ქსოვილის მკურნალობა დაიწყება. ცნობისთვის, მსგავსი დაზიანება კუნთების ფუნქციონირებას ამცირებს და შესაძლოა, გულის შეგუბებითი უკმარისობა გამოიწვიოს.
დატოვე კომენტარი