გასულ კვირას კორეული ავტომწარმოებელი Hyundai მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა: საქმე ისაა, რომ რამდენიმე ავტორიტეტულმა გამოცემამ, სანდრო წყაროებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ Hyundai მანქანების შიდაწვის ძრავების წარმოების შეწყვეტას აპირებს, რათა კომპანიის რესურსები ელექტრომანქანების წარმოებას მოახმაროს.
აღსანიშნავია, რომ ამგვარი გადაწყვეტილება, მიუხედავად მისი მოულოდნელობისა, აზრს მოკლებული არ არის, რადგან ის სრულად თანხვდენილია 2030 წლისათვის შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების წარმოების აკრძალვის ტენდენციასთან, რომელიც მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ფიქსირდება, მათ შორის სამხრეთ კორეის რესპუბლიკაშიც. ცნობისთვის, დიზელზე მომუშავე ძრავები Hyundai-მ წარმოებიდან ჯერ კიდევ გასული წლის იანვარში ამოიღო.
ინტერნეტში გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით, Hyundai-ს კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პარკ ჩუნგ-კუკის თქმით, კომპანიას ელექტრომანქანებზე გადასვლის ტენდენციის დაჩქარება სურს – ელექტრიფიკაცია გარდაუვალია და ადრეული მოქმედებები კორეულ გიგანტს „სამომავლო ბაზრის დომინაციაში დაეხმარება“.
აღსანიშნავია, რომ მას მერე, რაც ეს ინფორმაცია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, კორეულმა კომპანიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა:
დატოვე კომენტარი„მედიის მხრიდან სპეკულაციის ფონზე, Hyundai Motor Group-ი ადასტურებს, რომ ძრავების წარმოებას არ წყვეტს. ჯგუფის მიზანია, მსოფლიოს გარშემო არსებულ მომხმარებლებს ძრავების ფართო პორტფელი შესთავაზოს, რომელშიც შედის როგორც ძალზე ეფექტიანი ძრავები, ასევე უგამონაბოლქვო ელექტროძრავები“.