მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანსა და Twitter-ის დირექტორთა საბჭოს შორის შეთანხმება საბოლოოდ მიღწეულია, 44 მილიარდ დოლარად კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ილონ მასკი გახდება.
სოციალური ქსელის შეძენის სურვილი Tesla-სა და SpaceX-ის დირექტორმა ორი კვირის წინ გამოთქვა და შესაბამისი შეთავაზებაც გააკეთა. მასკმა გამოხატა მზაობა, კომპანიის თითოეული აქციის სანაცვლოდ 54.20 დოლარი გადაეხადა, რაც მის პირველ ინვესტიციამდე დაფიქსირებულ სავაჭრო ფასთან შედარებით 38%-ით მეტია.
ილონ მასკის განცხადებით, ის გეგმავს, რომ Twitter-ში მნიშვნელოვნად გაზარდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცულობის სტანდარტები, არსებული ცენზურა კი პრაქტიკულად გააუქმოს. მისი განმარტებით, Twitter-ის შეძენა არ ემსახურება კომერციულ ინტერესებს და მილიარდერი ინვესტიციას სოციალური ქსელიდან მოგების მისაღებად არ ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად მასკის განზრახვას Twitter-ის დირექტორთა საბჭო დადებითად არ შეხვედრია და მის შესაჩერებლად გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგა, თუმცა, როგორც ჩანს, უშედეგოდ.
დატოვე კომენტარი