შოტლანდიაში, ანაზღაურების შემცირების გარეშე, 4-დღიანი სამუშაო კვირის შემოღებას განიხილავენ. ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა სამუშაო გრაფიკის შეცვლას უჭერს მხარს. გამოკითხულთა 65% თვლის, რომ მოკლე სამუშაო კვირა მათ პროდუქტიულობას უფრო გაზრდის.
IPPR Scotland-ის კვლევის თანახმად, შოტლანდიის მოსახლეობის 80%, ანაზღაურების გარეშე, 4-დღიანი სამუშაო კვირის შემოღების მომხრეა. გარდა ამისა, კვლევითი ცენტრის მონაცემების თანახმად, მოსახლეობის 88% თანახმაა პარლამენტის მიერ შექმნილ საცდელ სქემაში მიიღოს მონაწილეობა. კვლევაში სულ 16-დან 65 წლამდე ასაკის 2,203 ადამიანი მონაწილეობდა.
შოტლანდიის ნაციონალური პარტია 4-დღიან სამუშაო კვირის საცდელ გეგმაში მონაწილეებს 10 მილიონი ფუნტის ოდენობით თანხას გადაუხდის. თუმცა, IPPR Scotland-ის განცხადებით, შოტლანდიის მთავრობამ საცდელ გეგმაში ეკონომიკის უფრო მეტი სექტორი უნდა ჩართოს, მათ შორის დაბალი ანაზღაურების სფეროები, რათა სრულყოფილად გამოიკვლიონ სამუშაო გრაფიკის შეცვლის შედეგები.
შეგახსენებთ, რომ 4-დღიან სამუშაო გრაფიკზე კვლევები სხვადასხვა ქვეყანაშიც ჩატარდა. მათ შორისაა, გაერთიანებულ სამეფოში YouGov-ის მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმად, გამოკითხულთა სამმა მეოთხედმა სამუშაო კვირის შემცირებას მხარი დაუჭირა. იგივე იდეა ისლანდიაში მრავალწლიანი სასამართლო პროცესების შემდეგ წარმატებით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ 4-დღიანი კვირის საცდელი გეგმის საშუალებით გაიზარდა პროდუქტიულობა და დასაქმებულების მიერ მოკლე დროში სამუშაოს შესრულების მაჩვენებელიც.
დატოვე კომენტარი