12 ივნისს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” კომპანია “შულც გლობალ ინვესტმენტმა” (“შულც გლობალი”) “კავკასიის განახლებადი ენერგიის ფონდი I”-ის გახსნის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია გამართა. კომპანია შულც გლობალ ინსვესტმეტთან ერთად მონაწილე მხარეები არიან: “გლობალური ენერგო ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის ფონდი” (“GEEREF”) და “ავსტრიის განვითარების ბანკი” (“OeEB”). “გლობალური ენერგო ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის ფონდი” და “ავსტრიის განვითარების ბანკი” ფონდის წამყვანი ინსტიტუციონალური ინვესტორები არიან, რომლებიც განახორციელებენ ინვესტიციას 13 მილიონი დოლარისა და 7 მილიონი დოლარის ოდენობით. ფონდი საინვესტიციო საქმიანობის დაწყებას საქართველოში მომდევნო თვეებიდან გეგმავს.
“კავკასიის განახლებადი ენერგიის ფონდი I”-ის მიზანია განახორციელოს ინვესტიციები მცირე და საშუალო ჰიდრო ელექტრო სადგურების მშენებლობაში, კაპიტალში წილობრივი მონაწილეობის გზით. “შულც გლობალის” აზრით, აღნიშნული მასშტაბის ჰიდრო ელექტროსადგურების განვითარების პროცესის შეყოვნებას იწვევს ის ფაქტი, რომ პროექტების მფლობელებს და განვითარების მსურველებს აქვთ შეზღუდული წვდომა კაპიტალზე, რაც ხელს უშლის ამ ზომის, მიმზიდველიპროექტების განხორციელებას ქვეყანაში. “კავკასიის განახლებადი ენერგიის ფონდი I”-ის მეშვეობით კომპანია გეგმავს გადაჭრას არსებული პრობლემა ადგილობრივ ბაზარზე და ამავდროულად ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ჰიდროენერგეტიკული სადგურების პოტენციალის გამოვლენას საქართველოში.
“შულც გლობალ ინვესტმენტი” ორიენტირებულიადაახლოებით 10-დან 20 მეგავატამდე სიმძლავრის ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობაზე. ამავდროულად, “შულც გლობალი” გეგმავს ხელი შეუწყოს ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და მათი ოპერირების პროცესებთან დაკავშირებული გარემოს დაცვით და სოციალურ სფეროებშისაერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინოს ადგილობრივი მოსახლეობისა და ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესი პროექტების განხორციელებისა და დაგეგმვის ეტაპებზე.
“შულც გლობალი” წარმოადგენს ამერიკულ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც მსოფლიოს დინამიურად განვითარებად ქვეყნებზეა ორიენტირებული. დღესდღეობით იგი რამდენიმე ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციებს მართავს სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე აზიაში, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში და პარტნიორობს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ინსტიტუციონალურ ინვესტორებთან.
“შულც გლობალის” დამფუძნებელიდა დირექტორი – ბატონი გაბრიელ შულცი აღნიშნავს: “საქართველოს აქვს დიდი ჰიდრო ენერგეტიკული პოტენციალი და სწორი სტრატეგიით მოქმედების შემთხვევაში მას შეუძლია გახდესგანახლებადი ენერგიის წყარო, ე.წ. “ჰაბი” მთელი კავკასიის რეგიონისთვის. “შულც გლობალის” სურვილია, “კავკასიის განახლებადი ენერგიის ფონდი I”-ის -ის საშუალებით მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროცესში. ფინანსური ინტერესის გარდა,”შულც გლობალის”მიზანია დადებითი ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს ადგილობრივ ბიზნეს გარემოზე. ინვესტიციის განხორციელებისას უშუალოდ დაინტერესებული ვიქნებით კომპანიების მართვის სტილის გაუმჯობესებით.მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინვესტიცია შექმნის დასაქმების შესაძლებლობებს და იქონიებს დადებით ზეგავლენას გარემოს დაცვით და სოციალურ სფეროებზე ქვეყანაში.ვასრულებთ რა სტრატეგიული დამაკავშირებლის როლს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და განვითარებად ბაზრებს შორის სადაც ვოპერირებთ, ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათაზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებითსაქართველოში მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგებს”.
“ავსტრიის განვითარების ბანკი”(“OeEB”), როგორც განვითარებადი ბანკი 2008 წლის მარტიდანოპერირებს. ბანკი სპეციალიზირდებაგანვითარებად ქვეყნებში გრძელვადიან ფინანსირებაზე, რაც მოიცავს, სესხების გაცემას და კაპიტალში მონაწილეობას კერძო სექტორში მდგრადი განვითარების პროექტების განხორციელების მიზნით. დამატებით,”ავსტრიის განვითარების ბანკი”უზრუნველყოფს, ტექნიკურ დახმარებას პროექტების სწორად განვითარებისა და წარმართვის მიზნით. “ავსტრიის განვითარების ბანკისთვის” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტირება.
“GEEREF” – არის ინოვაციური ფონდი, (ფონდების ფონდი), რომელიც სპეციალიზირებულია მცირე და საშუალო, განახლებადი ენერგიის და ენერგო ეფექტურობის პროექტებში ინვესტირებაზე მსოფლიოს განვითარებად ბაზრებზე.”GEEREF”დაფუძნდა 2008 წელს ევროკავშირის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და ნორვეგიის სამეფოს კაპიტალით, და ეხლახანს დაასრულა კაპიტალიზაციის პროცესი კერძო ინვესტორების მონაწილეობით. “GEEREF”-ს მრჩეველია – “ევროპის საინვესტიციო ბანკი” (“EIB”).
“ევროპის საინვესტიციო ბანკის” ჯგუფი (“EIB”) კლიმატის ცვილელებებთან დაკავშირებული პროექტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამფინანსებელია მსოფლიოში, რაც ემსახურება ევროკავშირის მიზანს მიაღწიოს ეკონომიკურ ზრდას, მცირე ემისიურ ენერგეტიკულ პროექტებზე დაყრდნობით. 2014 წელს, “EIB”-მ, თავის წილად, 19.1 მილიარდი ევროს, ხოლო ბოლო 5 წლის განმავლობაში (2010-2014) 90 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა ასეთი პროექტების დასაფინასებლად. 2015 წლის 30 აპრილს “EIB”-მ გახსნა რეგიონალური ოფისი სამხრეთ კავკასიაში, რათა გააძლიეროს მისი მხარდაჭერა კერძო და სახელმწიფო სექტორებისა და მეორეს მხრივ, ხელი შეუწყოს ურთიერთობების გაძლიერებას პარტნიორ ბანკებთან და სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთნ კავკასიის რეგიონში. “EIB”-ს მიერ საქართველოშიგანხორციელებულმა ინვესტიციებმა 533 მილიონ ევროს გადააჭარბა.
დატოვე კომენტარი