შვეიცარიის ეკონომიკა 1970-იანი წლების შემდეგ ყველაზე მასშტაბური შემცირების რისკის წინაშეა. როგორც ეკონომიკის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოში განაცხადეს, ფინანსურ ბაზრებზე ქაოსი სერიოზულ პრობლემას უქმნის შვეიცარიულ ფრანკს.
როგორც ყველა განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, შვეიცარიასაც დიდი დარტყმა მიაყენა „ლოკდაუნმა“, როდესაც თეატრები, მაღაზიები და რესტორნები დაიხურა.
შვეიცარიის მთავრობის თავის ტკივილი ახლა ვალუტას უკავშირდება. ფრანკი, რომელსაც ინვესტორები ყიდულობენ გარანტიისთვის ხოლმე, ახლა ევროსთან მიმართებით ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
SECO-ს პროგნოზით, შვეიცარიის ეკონომიკის 6.2%-ით შემცირებაა მოსალოდნელი მიმდინარე წელს, ხოლო ზრდა მომავალი წლისთვის 4.9%-ს მიაღწევს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ შვეიცარიაში ეკონომიკური აქტივობა ნელ-ნელა აღდგა, თუმცა, უმუშევრობის დონე კვლავ მაღალია.
დატოვე კომენტარი