შვეიცარიის ჯარში WhatsApp-ის, Signal-ისა და Telegram-ის გამოყენება აკრძალეს

შვეიცარიის ჯარში WhatsApp-ის, Signal-ისა და Telegram-ის გამოყენება აკრძალეს

შვეიცარიის თავდაცვის უწყებამ საკუთარი ჯარის წევრებს WhatsApp-ის, Signal-ის, Telegram-ისა და სხვა უცხოური პლატფორმების გამოყენება აუკრძალა – ამ აპლიკაციების მაგივრად, ჯარისკაცებს შვეიცარიული მესენჯერის, Threema-ს გამოყენება მოუწევთ.

Associated Press-ის ინფორმაციით, ამგვარი გადაწყვეტილება სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების მიერ მიღებულ კანონმდებლობას უკავშირდება, რაც სახელმწიფოებს უფლებას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში ადამიანების საუბარზე მიიღოს წვდომა. ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტი ქლაუდ-ტექნოლოგიის აქტი, ე.წ. „Cloud Act“-ია, რომელიც აშშ-ის საკანონმდებლო ორგანომ 2018 წელს მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სხვა მესენჯერ-პლატფორმებისგან განსხვავებით, Threema-ს გამოყენებისას მობილური ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება საჭირო არ არის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *